პატარძლის მამის ენერგიული ცეკვა ქორწილში სახალისო ვიდეო

247
(განახლებულია 23:23 08.01.2021)
მამა-შვილის წყვილმა ცეკვის სხვადასხვა მიმართლებებში უჩვენა საკუთარი ნიჭი, სტუმრები კი მათ კამერებზე იღებდნენ და ამხნევებდნენ

მამამ საზეიმო დღის იუმორით გალამაზება გადაწყვიტა და ქორწილში ნამდვილი შოუ მოაწყო.

კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავს მამა შვილთან ერთად ნელ ცეკვას. უცბად კომპოზიცია იცვლება და პატარძლის მამა პიჯაკს იხდის, იკეთებს შავ სათვალეს და იწყება ნამდვილი მხიარულება.

მუსიკა ყოველ 20 წამში იცვლება და ირთვება რაღაც ახალი. შესაბამისად, იცვლება მოძრაობები და ტემპი. დღესასწაულის სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ყოველ წამს ისმის აპლოდისმენტები და შეძახილები. ბოლოს, რა თქმა უნდა, დარბაზში განსაკუთრებული აპლოდისმენტები ისმის. გოგონას საკუთარი ქორწილი ნამდვილად სამუდამოდ დაამახსოვრდება.

 

247

ტურბიზნესის წარმომადგენლებმა თბილისში შეზღუდვები გააპროტესტეს - ვიდეო

18
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, კვირას საპროტესტო აქცია გაიმართა ხელისუფლების მიერ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო აქციიდან

აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე ბიზნესის, ვაჭრობის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამთავრობო ადმინისტრაციის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. 

ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედებს მთელი რიგი მკაცრი შეზღუდვები. გარდა პირბადეების სავალდებულო ტარებისა და დისტანციის დაცვისა, დიდ ქალაქებში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაკეტილია სავაჭრო ობიექტების ნაწილი, არ მუშაობს კაფეები და რესტორნები, შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები. 

 

18

ძაღლი-თერაპევტი: საუკეთესო მკურნალი და მეგობარი

23
იცით თუ არა, რომ მედიცინაში ოფიციალურად არსებობს ძაღლებით მკურნალობის მიმართულება?

დიახ, არაფერი შეგვშლია: ძაღლებით მკურნალობას, ანუ კანისთერაპიას (canis — ლათინურად "ძაღლი") ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყარა საფუძველი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს და დღემდე წარმატებით გამოიყენება მთელ მსოფლიოში…

ნახეთ ვიდეო და ხილულად დარწმუნდით, რა ძალა აქვს ფუმფულა მეგობრის თანადგომას უმძიმესი სენით შეპყრობილებისთვისაც კი.

 

23
შესასვლელი ლილოს ბაზრობაზე

„ლილო მოლის“  მოვაჭრეები მაღაზიების თვითნებურად გახსნას გეგმავენ

0
„ლილო მოლის“ ადმინისტრაციის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა პირდაპირი გავლენა იქონია მოვაჭრეთა შემოსავალზე და დიდი ზარალი მიაყენა მათ.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება რუსთავი 2.

ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. იმ დღიდან ყველა სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა (გარდა აგრარული ბაზრისა) დაკეტილია. 22 იანვარს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელის თანახმადაც მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას 1 თებერვლიდან, ხოლო ღია და დახურული ტიპის ბაზრობები 15 თებერვალიდან განაახლებენ.

„ლილო მოლის“ მოვაჭრეები, სავაჭრო ცენტრების მსგავსად, 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას არ მიიღებენ, რეგულაციებს არ დაემორჩილებიან და მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.

„ყველა რეგულაცია, რაც არის მოთხოვნილი აბსოლუტურად აკმაყოფილებს 6 ათასივე მაღაზია. შეუძლიათ ნებისმიერი გახსნან და შეამოწმონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ თოდრიამ.

როგორც „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, ბაზრობების ხელმძღვანელები მთავრობას წერილობით თხოვნას გაუგზავნიან, რათა მათ მუშაობის დაწყება 1 თებერვლიდან შეძლონ.

„მეექვსე თვეა რაც დახურულები ვართ და ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ვაჭრობის სფერო არ უნდა იყოფოდეს სექტორებად და თუ გახსნაა, უნდა იხსნებოდეს და უფრო თანაბრად გადანაწილდება ვიზიტორების რაოდენობა", - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შეკრებილები არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, სპორტსმენები, გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

0