ძალიან ემოციური ძაღლი უყურებს მულტფილმს "მეფე ლომი" ვიდეო

143
(განახლებულია 23:19 08.01.2021)
ოთხი თვის ძაღლმა უყურა მულტფილმის ყველაზე სევდიან მონაკვეთს – სიმბას მამის მუფასას სიკვდილის სცენას

"ჩვენ არ ვიმსახურებთ ძაღლებს", – ასეთი კომენტარი დაურთო ავტორმა ვიდეოს, რომელმაც სამ დღეში მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

ეს საყვარელი ძაღლი სულ ოთხი თვისაა, მას ლუნა ქვია. ვიდეოს ავტორის თქმით, ის მეუღლესთან ერთად უყურებდა მულტფილმს, ამ დროს კი მათი ძაღლი თამაშობდა.

თუმცა, მუფასას კლდიდან გადავარდნის მომენტში ლუნა გაჩერდა და ტელევიზორის ყურება დაიწყო. კადრებში ჩანს, როგორ განიცდის ძაღლი, როდესაც პატარა სიმბა მკვდარ მამასთან მიდის.

როდესაც სიმბა მუფასას თათზე დებს თავს, ლუნაც წვება სავარძელზე. ძაღლის პატრონის თქმით, ის ამ მომენტში ტიროდა კიდეც.

 

143

ავტოსაგზაო შემთხვევები გზებზე: აჭარაში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან - ვიდეო

29
აჭარის მთებში, დასახლებულ პუნქტებსა და სანაპიროზე დიდთოვლობაა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში ძლიერი თოვის შედეგები

ქობულეთის მახლობლად ტრასაზე თოვლის გამო რამდენიმე ავარია მოხდა.

მძღოლებს ასეთ ამინდში მაქსიმალური ყურადღება მართებთ - გზებზე შესაძლოა მოყინული მონაკვეთები იყოს. მათ, ვისაც საკმაირის გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა საჭის დამორჩილება ვერ შეძლონ.

მუნიციპალური და რაიონული სამსახურების თანამშრომლები გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან. ასევე მიმდინარეობს კომუნალური მომსახურების სისტემაში ავარიების თავიდან არიდების სამუშაოები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების უხარვეზო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

29

როგორ კვებავენ თბილისის უფასო სასადილოებში ვიდეო

32
(განახლებულია 16:03 20.01.2021)
თბილისის სოციალური სასადილოები მუშაობას ახალი წესებით განაგრძობენ – მხოლოდ გატანით ან ადგილზე მიტანით. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

თბილისში სოციალური სასადილოები უკვე ათ წელზე მეტია ფუნქციონირებს. სამთავრობო პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის ყოველდღე ამზადებენ უფასო სადილს.

სამწუხაროდ, ბევრისთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ეს საკვების მიღების ერთადერთი გზაა. ამიტომ სადილს რამდენიმე პორციად ყოფენ.

ყოველ ასეთ სასადილოში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იკვებება, ხოლო დედაქალაქში დაახლოებით 20 მსგავსი სასადილო პუნქტი ფუნქციონირებს.

პანდემიის დროს საკვების მიღება მხოლოდ გატანით ხდება. რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებისთვის სადილი სახლში მიაქვთ.

32
ჯო ბაიდენი

ინაუგურაციისთანავე: რა ბრძანებულებებს მოაწერს ხელს ბაიდენი პრეზიდენტობის პირველ დღეს

0
(განახლებულია 16:19 20.01.2021)
ჯო ბაიდენი თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი მთელი რიგი ბრძანებულებების გაუქმებას გეგმავს

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის პირველ დღეს რამდენიმე ბრძანებულებაზე აპირებს ხელის მოწერას, რომელთა შორისაა, მექსიკასთან გამყოფი კედლის მშენებლობის შეწყვეტა და აშშ–ის დაბრუნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ასევე პარიზის კლიმატის შეთანხმებაში, იუწყება CNN-ი. 

„არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს ზომებს არა მარტო იმისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიყენებული სეროზული ზარალი აანაზღაუროს, არამედ იმისთვისაც, რომ ქვეყანას წინსვლის საშუალება მისცეს“, — ნათქვამია ბაიდენის გუნდის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ბრძანებულებებს ხელს 20 იანვარს მოაწერს კაპიტოლიუმში ფიცის დადებისთანავე.

ცნობილი ხდება ისიც, რომ პრეზიდენტი შეწყვეტილად გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც მექსიკასთან კედლის აგების საბაბად გამოიყენებოდა. ამასთან ხელისუფლება აპირებს, ყურადღებით შეისწავლოს მშენებლობასთან დაკავშირებული ფინანსირების მეთოდები და კონტრაქტები.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ–ის გასვლას, ჯო ბაიდენი ასევე გააუქმებს ტრამპის ბრძანებულებას ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯანმოს „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს COVID-19–ზე საერთაშორისო პასუხის კოორდინაციაში და ასევე მომავალი პანდემიებისა და ეპიდემიებისთვის მაღალი მზაობისთვის“.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის გაუქმებასაც აპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია, ეს მილსადენ Keystone XL–ის მშენებლობაა. პროექტი 1,9 ათასი კმ სიგრძისა და დღეში 800 ათასი ბარელი სიმძლავრის ნავთობსადენის მშნებელობას ითვალისწინებს უმსხვილესი კანადური ნავთობმომპოვებელი პროვინცია ალბერტადან მექსიკის ყურის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებამდე. ამ ნავთობსადენის მშენებლობას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უჭერდა მხარს.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა