უჩვეულო "ალილო": მღვდლებმა ქალაქი მანქანებით შემოიარეს ვიდეო

177
(განახლებულია 20:43 07.01.2021)
ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ იმართება, მაგრამ სასულიერო პირებმა ტრადიციული მარშრუტი ავტომობილებით გაიარეს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

ბოლო წლებში „ალილო“ ტრადიციად ჩამოყალიბდა თბილისში. ყოველ წელს ამ დღეს სასულიერო პირები და მორწმუნეები ხატებითა და სანთლებით ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით სამებაში მიდიან. 

გზაში პროცესია იღებს საჩუქრებს, შემოწირულობებსა და სხვადასხვა ნივთებს, რომლებიც შემდეგ უნაწილდებათ უპოვრებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბინადრებს, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს.

კორონავირუსის გამო წელს „ალილო“ არატრადიციული ფორმატით გაიმართა. სასულიერო პირებმა ტრადიციული მარშრუტი ავტომობილებით გაიარეს, ქუჩები აკურთხეს და გამვლელებს დღესასწაული მიულოცეს.

საქართველოში „ალილოს“ ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა.

177

კლინტონმა ტრამპი პუტინთან კავშირში დაადანაშაულა: რატომ?

14
აშშ-ში კვლავ „რუსულ კვალს“ ეძებენ კაპიტოლიუმის შტურმში. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ ყველაფერთან კავშირშია

ლეგენდის თანახმად, დონალდ ტრამპმა ამ დღეს ვლადიმერ პუტინს დაურეკა. აქვს კი კლინტონს ამის მტკიცებულება? რატომ ეძებს აშშ საკუთარი პრობლემების მიზეზებს სხვაგან? და რატომ უწოდეს ამერიკელი მილიარდერის ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტს „შურისმაძიებელი ქალი“?

14

ავტოსაგზაო შემთხვევები გზებზე: აჭარაში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან - ვიდეო

217
აჭარის მთებში, დასახლებულ პუნქტებსა და სანაპიროზე დიდთოვლობაა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში ძლიერი თოვის შედეგები

ქობულეთის მახლობლად ტრასაზე თოვლის გამო რამდენიმე ავარია მოხდა.

მძღოლებს ასეთ ამინდში მაქსიმალური ყურადღება მართებთ - გზებზე შესაძლოა მოყინული მონაკვეთები იყოს. მათ, ვისაც საკმაირის გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა საჭის დამორჩილება ვერ შეძლონ.

მუნიციპალური და რაიონული სამსახურების თანამშრომლები გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან. ასევე მიმდინარეობს კომუნალური მომსახურების სისტემაში ავარიების თავიდან არიდების სამუშაოები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების უხარვეზო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

217
მიგრანტი ქალი აშშ-მექსიკის საზღვარზე

აშშ დეპორტაციას აჩერებს: ცნობილია ვადა და მიზეზი

0
(განახლებულია 11:55 21.01.2021)
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო წყვეტდა ახალი მიგრანტების ჩართვას პროგრამაში, რომელიც მათ უფლებას აძლევდა, დალოდებოდნენ აშშ–ში შესვლის ნებართვას მექსიკაში

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. შეერთებული შტატები ასი დღით შეაჩერებს დეპორტაციას, რათა ქვეყნის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს მუშაობა უფრო ეფექტური გახადოს, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური. 

„შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო 2021 წლის 22 იანვრიდან ასი დღით შეაჩერებს არამოქალაქე პირების დეპორტაციას, რათა მიგრაციული კანონმდებლობის სამართლიანი და ეფექტური აღსრულება უზრუნველვყოთ, რაშიც უპირველესი ყურადღება ეთმობა ეროვნულ უსაფრთხოებას, საზღვრებისა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ეს ზომა სამინისტროს საშუალებას მისცემს, რესურსები ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებისკენ მიმართოს, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უსერიოზულესი კრიზისის აღმოფხვრის ოპერატიული ამოცანების გადაჭრისკენ.

მანამდე სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ წყვეტს ახალი მიგრანტების მიღებას პროგრამაში, რომელიც მათ უფლებას აძლევდა, დალოდებოდნენ აშშ–ში შესვლის ნებართვას მექსიკის ტერიტორიაზე.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა