ამბავი საოცარი ერთგულებისა და სიყვარულისა არ დაიზაროთ, ნახეთ!

246
(განახლებულია 18:54 05.01.2021)
ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი კომენტარი აბსოლუტურად ზედმეტია. ჩვენც თქვენთვის მოგვინდია იმის შეფასება, რასაც საკუთარი თვალით იხილავთ ამ ვიდეოში.

ორი წლის წინ თეკლა კალანდაძემ „ფეისბუქში“ გულისამაჩუყებელი ვიდეო ატვირთა, რომელსაც ამბავიც დაურთო.

ვიდეოში ჩანს, როგორ თავგანწირვით მისდევს ქუჩის მიუსაფარი ძაღლი ავტობუსს, რომელიც საკმაოდ დიდ მარშრუტზე მოძრაობს.

თეკლა ჰყვება:

„ამ მორბენალ საოცრებას ხომ ხედავთ? მძღოლს აცილებს… დიახ, სწორად მიხვდით, A საწყისიდან B სასრულამდე ფეხით მისდევს ავტობუსს. რატომ? იმიტომ რომ მძღოლი კვებავს, ეფერება და ისიც, ოთხფეხი „პირუტყვი“, მის მეგობრად თვლის თავს…

არ გეგონოთ, იტანჯება. პირიქით! ერთ-ერთ გაჩერებაზე უცებ ჩავირბინე და საშინლად დაქანცული ავტობუსში ამოვიყვანე. ძლივს სუნთქავდა, მაგრამ უბედნიერესი იყო! კუდს აქიცინებდა, ყველას შესციცინებდა, მძღოლს განსაკუთრებით… არ გაჩერდა, გაიღო თუ არა გაჩერებაზე კარები, იმ წუთასვე ქვემოთ ჩაირბინა და მოემზადა მორიგი სტარტისთვის. კარის დაკეტვა და მისი ადგილიდან მოწყდომაც ერთი იყო… მე გავოგნდი და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია“.

ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი კომენტარი აბსოლუტურად ზედმეტია. ჩვენც თქვენთვის მოგვინდია იმის შეფასება, რასაც საკუთარი თვალით იხილავთ ამ ვიდეოში.

246

ოპოზიციის აქტივისტებმა კომენდანტის საათის დროს თბილისში აქცია გამართეს

56
სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მომხრეების ჯგუფმა კვირას საღამოს თბილისის ცენტრში კომენდანტის საათის დროს საპროტესტო აქცია გამარტეს. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. მათ პლაკატებით ჩაიარეს რუსთაველის გამზირი მას შემდეგ, რაც ქალაქში საკომენდანტო საათი ამოქმედდა. აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მისი მონაწილეები არ დაუკავებიათ და არ დაუჯარიმებიათ.

საღამოს აქციის მონაწილეები საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ და საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტისადმი უნდობლობას გამოხატავდნენ.

56

ტურბიზნესის წარმომადგენლებმა თბილისში შეზღუდვები გააპროტესტეს - ვიდეო

52
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, კვირას საპროტესტო აქცია გაიმართა ხელისუფლების მიერ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო აქციიდან

აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე ბიზნესის, ვაჭრობის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამთავრობო ადმინისტრაციის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. 

ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედებს მთელი რიგი მკაცრი შეზღუდვები. გარდა პირბადეების სავალდებულო ტარებისა და დისტანციის დაცვისა, დიდ ქალაქებში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაკეტილია სავაჭრო ობიექტების ნაწილი, არ მუშაობს კაფეები და რესტორნები, შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები. 

 

52
ტესტირება კორონავირუსზე

COVID-19 საქართველოში 25 იანვრის მონაცემები

0
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 243.396  ადამიანი, გარდაიცვალა – 3.071, კარანტინის რეჟიმშია 515, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.223პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 402 ადამიანი იმყოფება

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.816-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 243.396  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.311), გარდაიცვალა – 3.071  (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 515, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.223პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 402 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 6.868 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.686, PCR ტესტით – 4.182.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6868, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2.686, PCR ტესტით - 4.182

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები