ბათუმი საახალწლო ფერებში: სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი ვიდეო

964
(განახლებულია 21:34 04.01.2021)
ბათუმში 2021 წლის დადგომა აღნიშნეს. მთავარი ნაძვის ხე ბულვარში, დიდ შადრევანთან დადგეს, ხოლო ქალაქის ყველა ქუჩაზე საახალწლო განათებები დამონტაჟდა.

როგორ გამოიყურება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, როგორ არის მორთული ბულვარი და დიდი შადრევანი ზღვასთან – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.

964

ამერიკელების მიერ საბჭოთა საქართველოში გადაღებული პირველი რეკლამა

16
(განახლებულია 14:27 26.01.2021)
ცოტამ თუ იცის, რომ იოგურტის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „დანონს“ შორეულ 1977 წელს საბჭოთა საქართველოში რეკლამა გადაუღია

საოცარია, მაგრამ სწორედ ამ სარეკლამო კამპანიას უთამაშია მნიშვნელოვანი როლი „დანონის“ გაყიდვებში და კომპანიისთვის უზარმაზარი მოგებაც მოუტანია.

უფრო მეტიც, 1996 წელს სარეკლამო რგოლი, რომელსაც აქ გთავაზობთ, მსოფლიოს 50 საუკეთესო რეკლამას შორის დაუსახელებიათ.

როგორც ჩანს, მას რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს დასავლური სამყაროსთვის, ვინაიდან არც 2015 წელს გამორჩენიათ რეიტინგის შემდგენელებს და ამჯერადაც მოხვედრილა საუკეთესო სარეკლამო რგოლების ასეულში — 89-ე ადგილზე.

 

16

ენტონი ბურდენის თვალით დანახული საქართველო - CNN სტუმრად ქართულ სუფრაზე

101
ენტონი ბურდენი — ამერიკელი ტელეწამყვანი, მწერალი და შეფ-მზარეული. ის Travel Channel-ის თანამშრომელია და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს ადგილობრივი სამზარეულოების გაცნობის მიზნით

ერთ დღეს საქართველოსაც ეწვია და ქართულ სუფრას, მის ტრადიციებს სოფლად, უშანგი და მაყვალა ქოქაშვილების ოჯახში გაეცნო.

ვიდეორგოლში ბურდენი მაყურებელს მოუთხრობს, როგორ იწვება ღორის მწვადი, როგორ ცხვება სამი სახის ხაჭაპური (სხვადასხვა გულსართით), ამბობს, რომ ქართული სუფრისთვის აუცილებელია მწვანილი და სახლში დაწურული ღვინო.

ამერიკელ სტუმარს უკვირს, როცა ეუბნებიან, რომ ქართული ტრადიციით, სუფრაზე შვიდი სადღეგრძელო მაინც ითქმება: უფლისა, ოჯახისა და ა.შ.

აღნიშნული ვიდეოსიუჟეტი CNN-ით გავიდა, „იუთუბითაც“ გავრცელდა და უამრავი დადებითი კომენტარიც მოჰყვა.

უყურეთ ვიდეოს და ნახეთ ამერიკელი სახელგანთქმული შეფ-მზარეულის ქართული სუფრით აღძრული ემოციები.

 

101
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: აჭარაში  ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%– ზე დაბალია

0
(განახლებულია 14:40 26.01.2021)
აჭარა შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება. 1 თებერვლიდან ბათუმში იწყებს მუშაობას ტრანსპორტი, სკოლები და საბავშვო ბაღები. აჭარაში ასევე იხსნება სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

 

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. ინფიცირების დადებითობის 4%–იანი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი და გარანტიაა იმის, რომ ქვეყანაში  ეპიდვითარების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნებული იქნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

მინისტრმა მედიასთან განმარტა თუ რა შემთხვევაში არის მოსალოდნელი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კონკრეტულ რეგიონში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის გათვალისწინება, დასძინა ტიკარაძემ.

„ზოგადად, ერთი კვირის მანძილზე დაფიქსირებული დადებითი დინამიკა არ ნიშნავს, რომ სიტუაცია სტაბილურია. ეპიდვითარებას 14–დღიან ჭრილში ვაკვირდებით და ამის შემდეგ ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კლების დადებითი დინამიკა გრძელდება, მომავალში სხვა რეგიონებსაც განვიხილავთ და ასევე გავაფართოებთ შეზღუდვების გაუქმების ჩამონათვალს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობამ აჭარაში  1 თებერვლიდან კვების ობიექტების, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ აჭარაში რესტორნებისა და სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილებამ სხვადასხვა რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

კვირას, მთავრობის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები