ძველი HONDA, გონიერი შეყვარებული და გაუქმებული აუქციონი: როგორ გავყიდოთ 22 წლის მანქანა

გამოწერა
29 წლის კალიფორნიელმა მაქს ლანმანმა გადაწყვიტა შეყვარებულს კერი ჰოლენბეკს დახმარებოდა ძველი, 1996 წელს გამოშვებული ავტომობილი Honda-ს გაყიდვაში და პროფესიონალური ვიდეორგოლი დაამზადა.

ვიდეო იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ 3,8 მლნ ნახვა დააგროვა და ყიდვა-გაყიდვების პორტალ eBay-ზე მისმა საწყისმა ფასმა კატასტროფულად მოიმატა: 499 დოლარიდან 150 ათას დოლარამდე გაიზარდა. 

ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ eBay-ს ხელმძღვანელობამ წყვილი თაღლითობაში დაადანაშაულა და აუქციონი გააუქმა. 

თუმცა მალევე შეცვალა გადაწყვეტილება და წყვილს შესთავაზა – თავიდან დაეწყოთ აუქციონი. მაქსი და კერი ასეც მოიქცნენ და 22 წლის ავტომობილი Honda Accord თავიდან გამოიტანეს გასაყიდად eBay-ზე.

ვიდეორგოლის, რომელიც ორი წლის წინ გადაიღეს, მთავარი გზავნილი ასე ჟღერს: „შენ არ გაღელვებს ფული, შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რასაც კი ისურვებდი. შენ ირჩევ რაღაცას არა თავმოსაწონებლად, არამედ იმიტომ, რომ ის მუშაობს“.

ყველა ახალი ამბავი
0