ინგლისში ქალმა გაყინული მდინარიდან ძაღლი გამოიყვანა

145
ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის ინსპექტორი ყინულიან მდინარეში ჩავარდნილ ძაღლს დაეხმარა

ლაბრადორი სახელად ჰარი გაყინულ მდინარეში დაახლოებით ერთი საათის განმავლობში იმყოფებოდა. ინსპექტორმა მოახერხა ძაღლთან ფრთხილად მისვლა და მისი ამოყვანა. გაყინულმა ლაბრადორმა თავად მიირბინა ნაპირამდე.

ჰარდიმ თათიც დაიზიანა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

145

ენტონი ბურდენის თვალით დანახული საქართველო - CNN სტუმრად ქართულ სუფრაზე

80
ენტონი ბურდენი — ამერიკელი ტელეწამყვანი, მწერალი და შეფ-მზარეული. ის Travel Channel-ის თანამშრომელია და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს ადგილობრივი სამზარეულოების გაცნობის მიზნით

ერთ დღეს საქართველოსაც ეწვია და ქართულ სუფრას, მის ტრადიციებს სოფლად, უშანგი და მაყვალა ქოქაშვილების ოჯახში გაეცნო.

ვიდეორგოლში ბურდენი მაყურებელს მოუთხრობს, როგორ იწვება ღორის მწვადი, როგორ ცხვება სამი სახის ხაჭაპური (სხვადასხვა გულსართით), ამბობს, რომ ქართული სუფრისთვის აუცილებელია მწვანილი და სახლში დაწურული ღვინო.

ამერიკელ სტუმარს უკვირს, როცა ეუბნებიან, რომ ქართული ტრადიციით, სუფრაზე შვიდი სადღეგრძელო მაინც ითქმება: უფლისა, ოჯახისა და ა.შ.

აღნიშნული ვიდეოსიუჟეტი CNN-ით გავიდა, „იუთუბითაც“ გავრცელდა და უამრავი დადებითი კომენტარიც მოჰყვა.

უყურეთ ვიდეოს და ნახეთ ამერიკელი სახელგანთქმული შეფ-მზარეულის ქართული სუფრით აღძრული ემოციები.

 

80

„თეთრი საძმოს“ ორათასკაციანი რიტუალური ცეკვა ღია ცის ქვეშ - ულამაზესი ვიდეო

26
(განახლებულია 13:43 25.01.2021)
ბულგარეთში მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოიყარეს თავი პეტრე დინოვის მიმდევარმა, „თეთრი საძმოს“ წევრებმა, რათა ღვთიური ახალი წლის დადგომა ეზეიმათ

ტრადიციის მიხედვით „თეთრი საძმო“ ყოველწლიურად, 19 აგვისტოს იკრიბება რილის შვიდი ტბიდან ერთ-ერთთან, რათა მზის ამოსვლას შეეგებნენ და პანევრიტმია შეასრულონ, ანუ ცეკვა, რომელიც ბუნებასთან, ღმერთთან და სამყაროსთან ჰარმონიისადმი სწრაფვას განასახიერებს.

პეტრე დინოვი გახლავთ ფუძემდებელი რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებისა. „თეთრ საძმოს“ მიჩნია, რომ რილის შვიდი ტბა ადამიანის ენერგეტიკულ ჩაკრებთანაა კავშირში. ამიტომ რიტუალური ცეკვისას კონცენტრიკულ წრეებად განლაგდებიან.

 

26
პარლამენტი

რა უფლებამოსილება მიენიჭებათ ოპოზიციონერ დეპუტატებს: კომიტეტში ცვლილებებს დღეს განიხილავენ

0
(განახლებულია 09:43 26.01.2021)
რეგლამენტში ცვლილებების მიღების შემდეგ უფრაქციო დეპუტატებს  შესაძლებლობა ექნებათ  დაიკავონ საპარლამენტო თანამდებობები

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებას შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს დამატებითი უფლებები მიენიჭებათ.

კანონპქროექტი, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა, უფრაქციო დეპუტატებს საშულებას მისცემს, საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთონ. რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებში ნათქვამია, რომ აღნიშნული გამონაკლისები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება.

„უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ საშუალება იმისა, რომ საპარლამენტო ცხოვრების ყველა სრულფასოვანი ბერკეტი მათ ხელშიც იყოს, მათ შორის დებატები ინტერპელაციის წესით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცვლილებების მიხედვით, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს.

ამასთან, უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვების დროს, აგრეთვე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში.

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა, პარტიის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტეს. ამის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ, ავთანდილ ენუქიძემ და დავით ზილფიმიანმა ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.

წილოსანი: იმედი გვაქვს, რომ პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატები შეემატებიან>>

თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც განაცხადეს. მათ ხმების 1,33% მიიღეს და ორი სადეპუტატო სავარძელი ერგოთ. „გირჩის“ კიდევ სამი წარმომადგენელი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიალოგს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან, მაგრამ პარლამენტში შესვლას ჯერ არ აპირებს.

0
თემები:
საქართველოს პარლამენტი