ბათუმში 2021 წლის დადგომა აღნიშნეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ფოიერვერკები ქალაქის თავზე. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცა სხვადასხვა ფერებში ნათდებოდა.
დღეს ძალიან, ძალიან პოპულარული ვიდეოჰოსტინგი 2005 წლის თებერვალში შექმნა PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა. იმავე წლის 23 აპრილს კი მასზე აიტვირთა ვიდეო, რომელიც ზოოპარკში, სპილოს ვოლიერის წინაა გადაღებული.
დღევანდელილ გადასახედიდან, ეს კადრები ფრიად უცნაურად (რომ არ ვთქვათ, უინტერესოდ) გამოიყურება. მაგრამ 142 085 121 ნახვა აქვს, იმიტომ რომ ისტორიულია!
ეს ვიდეო ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობისთვის შექმნა JWT Metro-მ ნიაზ დიასამიძის მუსიკაზე.
რატომ 33? იმიტომ რომ თხრობა ქართულ ანბანს მიჰყვება და თითოეულ ასო-ბგერას სხვადასხვა ისტორიულ პირებსა თუ მოვლენას, კულტურულ თუ მატერიალურ ძეგლებს უსადაგებს.
ვფიქრობთ, ეს ის ვიდეოა, რომელიც მართლაც უნდა ნახოს ყველამ — დიდმა თუ პატარამ.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ ტოპ–5 ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას.
გარდ ამისა, Transfermarkt–ი აცხადებს, რომ ავსტრიისა და თურქეთის ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილე ქართველი ფეხბურთელების ფასი გაიზარდა – საბა ლობჟანიძის ფასი, რომელიც „ანკარაგუჯუს“ სახელით ასპარეზობს, 1 მლნ ევროდან 1,7 მლნ ევრომდე გაიზარდა.
ასევე გაიზარდა „კონიასპორში“ მოთამაშე ქართველი ნახევარმცველის ლევან შენგელიას ფასი. იგი 400 ათასით „გაძვირდა“ და ახლა 1,8 მლნ ევრო ღირს. შესამჩნევად გაიზარდა ავსტრიულ კლუბ „ვოლფსბერგერში“ მოთამაშე ლუკა ლოჩიშვილის ღირებულებაც: ოქტომბერში მისი „ფასი“ 400 ათას ევროს შეადგენდა, ახლა კი 1 მილიონამდე გაიზარდა.