(2:43 / 17.42Mb / просмотров видео: 2244)

საახალწლო ვიდეორეცეპტი: როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი საცივი

3709
(განახლებულია 17:02 30.12.2020)
საცივი ქართული სამზარეულოს მთავარ კერძად და საახალწლო სუფრის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მზადდება ეს კერძი.

„Sputnik–საქართველომ“ თქვენთვის მოამზადა თანმიმდევრობით ჩაწერილი თვალსაჩინო რეცეპტი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ: ინდაური, ნიგოზი, ხახვი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, უცხო სუნელი, ზაფრანა, დარიჩინი, მიხაკი, ძმარი და მარილი.

მომზადების წესი

  • დავასხათ ინდაურს წყალი და დავდგათ ცეცხლზე, მოვხარშოთ. ხარშვის დროს პერიოდულად მოვხადოთ ქაფი.
  • სანამ ინდაური იხარშება, მოვამზადოთ ნიგვზის სოუსი: გავატაროთ ნიგოზი, ნიორი სუნელებთან ერთად. მოხარშული ინდაური ამოვიღოთ ბულიონიდან, მოვაყაროთ მარილი და დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი, დავყაროთ ტაფაზე, დავასხათ ცოტაოდენი ბულიონი, მოვშუშოთ, ოქროსფერი რომ გახდება, შევურიოთ ნიგოზს, დავასხათ ბულიონი, უნდა მივიღოთ შესქელებული მასა. დავამატოთ სუნელები, მარილი, ძმარი და ავურიოთ. მიღებული მასა გავატაროთ საცერში (შესაძლებელია ბლენდერში ათქვეფაც).
  • დარჩენილი ბულიონი დავდგათ ცეცხლზე და დავამატოთ ნიგვზიანი მასა, თან ვურიოთ. მიღებული მასა თხევადი ფაფის სისქის უნდა იყოს. მივიყვანოთ ადუღებამდე. გაითვალისწინეთ, რომ გაცივების შემდეგ საცივი უფრო გასქელდება.
  • დაჭრილ ინდაურს დავასხათ მომზადებული ნიგვზიანი სოუსი. გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე და რამდენიმე საათით მაცივარში შევდოთ.

გემრიელად მიირთვით!



3709
თემები:
გემრიელი სამზარეულო (97)

თუ გინდა თავი 007-ად იგრძნო, ანუ სადამდე მივიდა ტექნიკა?!

38
ძალიან მალე ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია თავი ჯეიმს ბონდად წარმოიდგინოს და ტელეფონის ნაცვლად… თითით ილაპარაკოს!

დიახ, სამხრეთკორეულმა სტარტაპმა Innomdle Lab. ჭკვიანი სამაჯური შექმნა, რომელიც ისე მუშაობს, როგორც ბლუთუზ-გარნიტურა და ის ბგერას ხელის თითში ატარებს.

როცა ვინმე დაგირეკავთ, სამაჯური ვიბრაციას დაიწყებს, თქვენ კი თითი ჯერ ღილაკს უნდა დააჭიროთ, შემდეგ კი ყურზე მიიდოთ და ვუალა! ილაპარაკეთ, რამდენიც გნებავთ.

სხვათა შორის, ეს სიახლე სულაც არ ღირს ძვირი. გავრცელებული ინფორმაციით, Sgnl სულ რაღაც 139 აშშ დოლარი ღირს.

 

38

შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საკითხის გადაჭრას მოითხოვენ

60
(განახლებულია 20:41 27.01.2021)
ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს განათლების სამინისტროსთან შეჩერებული სტატუსის მქონე სტუნდეტების პრობლემის მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართეს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

ფინანსური კრიზისის გამო სტატუსის გარეშე დარჩენილი სტუდენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალია, აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი საქართველოს განათლების სამინისტროსგან მოითხოვენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს მის აღდგენაში დაეხმარება.

60
შშმ პირი

„გახსოვართ“? - შშმ პირებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

0
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი კანონით გათვალისწინებულ პროტესტის სხვა ფორმებს აანონსებს.

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, აქტივისტებმა და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, იუწყება პირველი არხი.

შშმ პირთა ახალი უფლებები ძალაშია: კანონი სრულად ამოქმედდა>>

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, შშმ პირთა სოციალური პაკეტის უცვლელად დატოვება მათი ჩაგვრა და დისკრიმინაციაა.

აქციის მონაწილეები მოთხოვნები შემდეგია:

  • ასაკობრივ პენსიასთან ერთად გაიზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის, არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა
  • საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს კრიტერიუმები რითიც დადგინდება სოციალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები ღირსეული ცხოვრებისათვის
  • სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირთა დისკრიმინაციის ფაქტების თავიდან არიდების მიზნით, ამუშავდეს გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო.

საქართველოში 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდა, თუმცა, პენსია (სოციალური შემწეობა) არ გაზრდილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საქართველოში შშმ პირების პენსია არაერთგვაროვანია და ეფუძნება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის, თუ რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს ადამიანს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად თუ ზომიერად გამოხატული.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებისთვის შემწეობა 250 ლარია, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირებისთვის 140 ლარი, ხოლო ზომიერად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირისთვის – 100 ლარი.

ამასთანავე, 18 წლამდე ბავშვებისთვის ეს დახმარება – 250 ლარია.

შემწეობის ოდენობა ასევე დამოკიდებულია პირის ასაკზე, შემოსავლის წყაროზე, ვეტერანის სტატუსზე და სხვა. 

გადაწყვეტილია: დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება>>

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს 18 წლამდე შშმ პირებსა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარით ეხმარება. სულ ამ დახმარების მიმღები 43 ათასი ბენეიფიცარია აღრიცხული. 

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში