(0:54 / 5.86Mb / просмотров видео: 499)

როგორ მოვამზადოთ გოზინაყი: თბილისელი ქალბატონის ვიდეორეცეპტი

124
(განახლებულია 21:46 30.12.2020)
თბილისელმა ქალბატონმა „Sputnik-საქართველოს“ გოზინაყის — ქართული საახალწლო ნუგბარის მომზადების საიდუმლო გაუმხილა.

ახალ წელს თითქმის ყველა ქართულ ოჯახში მზადდება გოზინაყი — მოხალული ნიგოზი თაფლში.

თბილისელმა ქალბატონმა რუსუდან ფარცვანიამ „Sputnik-საქართველოს“ გადამღები ჯგუფი შინ მიიწვია და უჩვენა, თუ როგორ უნდა მომზადდეს გოზინაყი სწორად.

 

124

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა - ვიდეო

28
(განახლებულია 18:53 19.01.2021)
აჭრის მთებში დიდი თოვლი მოვიდა, რომელმაც პირდაპირი გაგებით დაფარა სოფლები. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო ადგილიდან

ქედისა და აჭარის სხვა რაიონებში დილიდან იწმინდება გზები. კომუნალური სამსახურის თანამშრომლები დილიდან ცდილობენ ბოლო ოცდაოთხ საათში მოსული თოვლის აღებას. თოვლის საფარი ზოგ ადგილას 70 სანტიმეტრს აღწევს.

უამინდობის გამო გაძნელებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ხულოს მუნიციპალიტეტში შიდა გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი, თუმცა ცენტრალურ გზაზე მოძრაობა უკვე თავისუფალია.

 

28
თემები:
ამინდი საქართველოში

ქართველი მოჭიდავეების წარმატება საფრანგეთის გრან-პრიზე

17
ანრი დელანის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორსტემენბმა ფენომენალური შედეგი დააფიქსირეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც 10 სპორტსმენით იყო წარდგენილი, ცხრა მედლის მოპოვება შეძლო. მათგან ოთხი არის ოქროსი, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველო ხუთმა სპორტსმენმა წარმოადგინა. მათგან სამმა მედალი მოიპოვა.

17
ლიანდაგები

ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა

0
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ლანჩხუთში შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

60 წლამდე ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0