გემრიელი რეცეპტები: ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა მცირე საიდუმლოთი

310
(განახლებულია 19:30 29.12.2020)
„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკა „გემრიელი რეცეპტებისთვის“ კულინარმა ნატალია ჩვილიოვამ და რეჟისორმა იარ ნუვარიევმა ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმის მომზადების ვიდეორეცეპტი შემოგვთავაზეს.

ინგრედიენტები: 
ვაზის ფოთოლი — კონსერვირებული

ფარშისთვის:

- 1 კგ ცხვრის ან საქონლის ხორცი

- ½ ჭიქა მრგვალი ბრინჯი

- 1 კონა ქინძი, რეჰანი, ოხრახუში, პიტნა 

- მარილი და წიწაკა გემოვნებით

- 100 გ ბროწეულის მარცვლები

- 250 გ წყალი

 

სოუსისთვის:

 

- 0,5 ლ მაწონი

- 0,5 ჩ/კ შაქარი

- მწიკვი მარილი

- 2 კბილი ნიორი.

 

მომზადების წესი:

გავფცქვნათ ბროწეული, დავჭყლიტოთ ნიორი, დავჭრათ მწვანილი და ეს ყველაფერი ფარშს დავუმატოთ. კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ წყალი, რათა ტოლმის გული მშრალი არ გამოვიდეს. 

ვაზის ფოთლებს გავუსინჯოთ გემო. თუ მარილიანია, კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში. 

ფარში ისე უნდა შევახვიოთ ფოთოლში, რომ მქრქალი მხარე შიგნით, პრიალა კი გარეთ მოხვდეს. კლასიკური ტოლმა ვაზის ფოთოლში ზომით ნეკა თითის ტოლი უნდა იყოს.

შეხვეული ტოლმა მჭიდროდ და წრიულად ჩავალაგოთ ქვაბში, დავაფაროთ თეფში და დავასხათ წყალი. სურვილის მიხედვით, შეგვიძლია თავზე დავაწყოთ კომშის მსხვილი ნაჭრები, რაც კერძს ნაზ არომატსა და დახვეწილ გემოს შესძენს. ვხარშოთ 40 წთ დაბალ ცეცხლზე.  

საშუალო სიმხურვალის ცეცხლზე გავადნოთ 200 გ კარაქი, შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და მივიყვანოთ კარაქი კარამელის ფერამდე. 

სოუსისთვის წვრილად ვჭრით ახალ პიტნას (შესაძლებელია გამხმარიც), ვჭყლეტთ ნიორს, ვამატებთ ამ ყველაფერს მაწონში და ასევე ვაზავებთ მას შაქრით, მარილითა და ლიმონის წვენით. კარგად ვურევთ. 

მზა ტოლმას ლამაზად ვალაგებთ თეფშზე და ვასხამთ ზემოდან გამდნარ კარაქს, ხოლო მაწვნის სოუსი ცალკე მიგვაქვს სუფრაზე.

როდესაც ამ ვიდეორეცეპტს ვიღებდით, ასაკოვანი მამაკაცი მოგვიახლოვდა და საინტერესო ისტორია გვიამბო. კულინარი მეზობელი ჰყოლია — თბილისელი სომეხი ქალბატონი, რომელსაც ტოლმის საკუთარი რეცეპტი ჰქონია. თურმე, სუფრაზე მიტანის წინ ტოლმას დარიჩინს აყრიდა, რაც კერძს დაუვიწყარ გემოს სძენდა. 

მამაკაცის ნაამბობი გავითვალისწინეთ და ჩვენს ვიდეორეცეპტშიც გამოვიყენეთ. სინჯეთ, იქნებ თქვენც მოგეწონოთ. 

 

310

საპროტესტო აქცია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

46
(განახლებულია 21:15 26.01.2021)
სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

კვირის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მომხრეები აკრძალვებსა და შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

46

ამერიკელების მიერ საბჭოთა საქართველოში გადაღებული პირველი რეკლამა

51
(განახლებულია 20:13 26.01.2021)
ცოტამ თუ იცის, რომ იოგურტის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „დანონს“ შორეულ 1977 წელს საბჭოთა საქართველოში რეკლამა გადაუღია.

საოცარია, მაგრამ სწორედ ამ სარეკლამო კამპანიას უთამაშია მნიშვნელოვანი როლი „დანონის“ გაყიდვებში და კომპანიისთვის უზარმაზარი მოგებაც მოუტანია.

უფრო მეტიც, 1996 წელს სარეკლამო რგოლი, რომელსაც აქ გთავაზობთ, მსოფლიოს 50 საუკეთესო რეკლამას შორის დაუსახელებიათ.

როგორც ჩანს, მას რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს დასავლური სამყაროსთვის, ვინაიდან არც 2015 წელს გამორჩენიათ რეიტინგის შემდგენლებს და ამჯერადაც მოხვედრილა საუკეთესო სარეკლამო რგოლების ასეულში — 89-ე ადგილზე.

 

51
დაკავება

ფოთში შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

0
ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ფოთში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

უწყების ინფორმაციით, ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ფაქტზე სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0