დიდი იმედები: საქართველოში 2020 წელს აცილებენ

209
(განახლებულია 21:48 29.12.2020)
საქართველოში 2020 წლის დასრულებას ყველა მოელის, რადგან, როგორც ამბობენ, მასში კარგი ცოტა რამ იყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, თუ რას ფიქრობენ თბილისის მკვიდრები.

ბევრი დარჩა შემოსავლის გარეშე, ზოგს ბიზნესი ჩამოეშალა – სწორედ ეს გამოიწვია პანდემიამ. საზღვრების დაკეტვა და ტურისტების არყოფნა მძიმედ აისახა ქართველების ცხოვრებასა და შემოსავლებზე.

რა თქმა უნდა, 2021 წლის დადგომასთან ერთად ქვეყანაში მკვეთრ ცვლილებებს არ ელოდებიან, თუმცა მაინც სჯერათ, რომ ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთ და ახლა უკეთესობის მოლოდინი აქვთ.

209

თუ გინდა თავი 007-ად იგრძნო, ანუ სადამდე მივიდა ტექნიკა?!

6
ძალიან მალე ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია თავი ჯეიმს ბონდად წარმოიდგინოს და ტელეფონის ნაცვლად… თითით ილაპარაკოს!

დიახ, სამხრეთკორეულმა სტარტაპმა Innomdle Lab. ჭკვიანი სამაჯური შექმნა, რომელიც ისე მუშაობს, როგორც ბლუთუზ-გარნიტურა და ის ბგერას ხელის თითში ატარებს.

როცა ვინმე დაგირეკავთ, სამაჯური ვიბრაციას დაიწყებს, თქვენ კი თითი ჯერ ღილაკს უნდა დააჭიროთ, შემდეგ კი ყურზე მიიდოთ და ვუალა! ილაპარაკეთ, რამდენიც გნებავთ.

სხვათა შორის, ეს სიახლე სულაც არ ღირს ძვირი. გავრცელებული ინფორმაციით, Sgnl სულ რაღაც 139 აშშ დოლარი ღირს.

 

6

შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საკითხის გადაჭრას მოითხოვენ

50
(განახლებულია 20:41 27.01.2021)
ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს განათლების სამინისტროსთან შეჩერებული სტატუსის მქონე სტუნდეტების პრობლემის მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართეს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

ფინანსური კრიზისის გამო სტატუსის გარეშე დარჩენილი სტუდენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალია, აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი საქართველოს განათლების სამინისტროსგან მოითხოვენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს მის აღდგენაში დაეხმარება.

50