ყოველ წელს თბილისის სპორტის სასახლის ყოფილ შენობასთან ტრადიციულად იმართება საახალწლო სუვენირების, ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ღია ბაზრობა. აქ იყიდება საახალწლო პიროტექნიკაც და ტკბილეულიც. მოკლედ, ახალი წლის წინ ჩიჩილაკისა და ნაძვის ხის ყიდვა შესაძლებელია ყველა ბაზრობაზე და მაღაზიებში.
ჩიჩილაკს ყველა ოჯახში ტრადიციული ადგილი აქვს ნაძვის ხის გვერდით, ახალი წლის ღამეს კი მას სუფრაზეც ათავსებენ ტკბილეულთან ერთად. ამ საახალწლო სიმბოლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გურიაში დაიწყო.
თავდაპირველად, მას ბარბალობას მოჭრილი თხილის ტოტებისგან ამზადებდნენ, თუმცა დღეისათვის მისი გაკეთება შეიძლება ნებისმიერი ხისგან, მთავარია მისი ტოტები იყოს სწორი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.
რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.
აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
ლეგენდის თანახმად, დონალდ ტრამპმა ამ დღეს ვლადიმერ პუტინს დაურეკა. აქვს კი კლინტონს ამის მტკიცებულება? რატომ ეძებს აშშ საკუთარი პრობლემების მიზეზებს სხვაგან? და რატომ უწოდეს ამერიკელი მილიარდერის ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტს „შურისმაძიებელი ქალი“?
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად ჯო ბაიდენის მიერ წამოყენებული კანდიდატი ევრილ ჰეისი დაამტკიცა, იუწყება FOX News–ი.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, ჰეისის კანდიდატურას 84–მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, დანარჩენებმა თავი შეიკავეს.
Avril Haines, President-elect Joe Biden's DNI pick, pledges to keep politics out of intelligence after President Trump's wars with the intelligence community: "There is simply no place for politics ever" https://t.co/UHSx2emBrp pic.twitter.com/KccIFb1Fq4
— CNN Politics (@CNNPolitics) January 19, 2021
ამგვარად ევრილ ჰეისი აშშ–ის ეროვნული დაზვერვის პირველი ქალი–ხელმძღვანელია. მანამდე მას ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფღთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტი ეკავა და ასევე იყო ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე.
აღინიშნება, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის რანგში ევრილ ჰეისი 18 სპეცსამსახურის, მათ შორის, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს, გამოძიების ფედერალური ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს, პენტაგონის, ფინანსთა სამინისტროსა და სხვა უწყებების მუშაობას გაუწევს კურირებას.
სენატში მოსმენებისას ჰეისმა განაცხადა, რომ ახალ თანამდებობაზე მისი პრიორიტეტული მიმართულება — ეს ჩინეთის შეკავება იქნება.