მაღალმთიან აჭარაში ძლიერი თოვა ხშირი მოვლენაა, თუმცა ნამდვილი ზამთრის დადგომა აქ ყოველთვის ართულებს ტრანსპორტის გადაადგილებას და აფერხებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას.
ღამით აქ, რა თქმა უნდა, ყინვებია, თუმცა უახლოეს დღეებში, სინოპტიკოსების პროგნოზებით, მაღალმთიან აჭარაში უნალექო და მზიანი დღეები იქნება.
დაგვეხმარება თუ არა ვაქცინა „უფრო გართულებული“ პანდემიის დამარცხებაში? რომელ ქვეყნებში ცრიან ადამიანებს პრეპარატი „სპუტნიკ ვ-თი“? და უნდა გვქონდეს თუ არა იაკუტიელი მეცნიერების მიერ არყის ფესვიდან დაზმზადებული ვაქცინის იმედი?
ლატვიაში შვიდი რუსულენოვანი ჟურნალისტის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მედიასაშუალება „როსია სეგოდნიასთან“ თანამშრომლობის გამო. ლატვიის სპეცსამსახურების მტკიცებით, კორესპონდენტებმა დაარღვიეს ევროკაშვირის სასანქციო რეჟიმი.
ალა ბერეზოსვსკაიას თქმით, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიღებული ზომები მასმედიის წარმომადგენლებზე ზეწოლაა.
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოუწოდება საქართველოს მოქალაქეებს დაიცვან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 16 იანვრიდან მინიმუმ 15 დღით კომენდანტის საათი 20:00 საათის ნაცვლად 18:00 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.
18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლისას სავალდებულო ხდება 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR - ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი.