ნოემბრიდან ოპოზიცია განაგრძობს თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. ამასთან, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, უარი თქვეს მანდატებზე.
მიუხედავად პროტესტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების უარისა, პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მაინც გამართა პირველი სხდომა, შემდეგ კი ახალი მთავრობა აირჩია.
ქობულეთის მახლობლად ტრასაზე თოვლის გამო რამდენიმე ავარია მოხდა.
მძღოლებს ასეთ ამინდში მაქსიმალური ყურადღება მართებთ - გზებზე შესაძლოა მოყინული მონაკვეთები იყოს. მათ, ვისაც საკმაირის გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა საჭის დამორჩილება ვერ შეძლონ.
მუნიციპალური და რაიონული სამსახურების თანამშრომლები გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან. ასევე მიმდინარეობს კომუნალური მომსახურების სისტემაში ავარიების თავიდან არიდების სამუშაოები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების უხარვეზო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
თბილისში სოციალური სასადილოები უკვე ათ წელზე მეტია ფუნქციონირებს. სამთავრობო პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის ყოველდღე ამზადებენ უფასო სადილს.
სამწუხაროდ, ბევრისთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ეს საკვების მიღების ერთადერთი გზაა. ამიტომ სადილს რამდენიმე პორციად ყოფენ.
ყოველ ასეთ სასადილოში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იკვებება, ხოლო დედაქალაქში დაახლოებით 20 მსგავსი სასადილო პუნქტი ფუნქციონირებს.
პანდემიის დროს საკვების მიღება მხოლოდ გატანით ხდება. რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებისთვის სადილი სახლში მიაქვთ.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კვირაზე მეტია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.
გავრცელებული ინფორმაციით, გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია.
„რჩება მხოლოდ 3 კილომეტრი (99-101–ე კმ), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ 1 კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.