სპორტდარბაზი ქუჩაში: ქართველი სპორტსმენი მსურველებს უფასოდ ავარჯიშებს

გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში დაკეტილია ყველა სპორტული დარბაზი და სექცია, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებმა სიტუაციიდან გამოსავალი მონახეს. დაწვრილებით – „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში იხილავთ.

შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონი ლაშა როინიშვილი დიდხანს ფიქრობდა ღია ცის ქვეშ „სპორტდარბაზის“ მოწყობაზე, თუმცა სულ ელოდებოდა, როდის მიეცემოდა ამის საშუალება. ზუსტად პანდემიამ და შეზღუდვებმა უბიძგა ახალგაზრდა კაცს უჩვეულო იდეის განხორციელებისკენ. 

კორონავირუსის ეპიდემია - ქალი ქუჩაშ პირბადით - Sputnik საქართველო
როდესაც ყველა ერთმანეთს ჰგავს: პანდემია, თბილისი და თბილისელები – ფოტო

ვარჯიშის მოყვარულებმა როინიშვილის იდეას მხარი დაუჭირეს, მით უმეტეს, რომ ეს უფასოა. ახლა ნებისმიერ თბილისელს შეუძლია პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად ივარჯიშოს ღია ცის ქვეშ.

„ბორბლებიან სპორტდარბაზში“ ყველა საჭირო ნივთია – ხალიჩა, ინვენტარი. აქ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს – დისტანციას და რეგულარულ დეზინფექციას. ყველაფერ აუცილებელს როინიშვილი საკუთარი ხარჯებით ყიდულობს.

ამ ყველაფრით სპორტსმენს შეუძლია პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარი და მისი მეგობრების საქმიანობას.

ლაშა საკუთარ საქმიანობას სოციალურ პროექტს უწოდებს და ამბობს, რომ მას ანალოგი არ გააჩნია, ვინაიდან ამინდის მხრივ საქართველოში ღია ცის ქვეშ სავარჯიშოდ წელიწადის ნებისმიერ დროს შესაფერისი პირობებია.

ყველა ახალი ამბავი
0