გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველებს დაეხმარნენ - ვიდეო

226
„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დამფუძნებლებმა“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში კოვიდ-დადებითი სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პაციენტებისათვის, პირველადი მოხმარების მედიკამენტები ჩაიტანეს

ინიციატივა ამერიკაში მოღვაწე ქართველ ნევროლოგს, დავით მრელაშვილს ეკუთვნის. მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას. საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია ანალოგიური  დახმარების ჩატანას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

226

განათლების სამინისტროსთან შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტები საკითხის გადაჭრას მოითხოვენ

43
ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს განათლების სამინისტროსთან შეჩერებული სტატუსის მქონე სტუნდეტების პრობლემის მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართეს. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

ფინანსური კრიზისის გამო სტატუსის გარეშე დარჩენილი სტუდენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალია, აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი საქართველოს განათლების სამინისტროსგან მოითხოვენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს მის აღდგენაში დაეხმარება.

43

სიღარიბე ვირუსზე საშიშია: თბილისი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა

49
(განახლებულია 16:53 27.01.2021)
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გამო პროტესტის ტალღამ იფეთქა. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვები მოქმედებს დიდ ქალაქებში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, რას მოითხოვენ მომიტინგეები.

საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაა. 

თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაში აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადახედავს, თუ დადებითობის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ამავდროულად საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.

49
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

0
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

0