საქართველოს ეროვნული გვარდია 30 წლის იუბილეს აღნიშნავს ვიდეო

28
(განახლებულია 16:46 21.12.2020)
პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს იუბილე ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცა.

მან საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. გვარდიელები ჩართული არიან ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც. ამჟამად ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეექვსე როტაციას ახორციელებს.

28

ოპოზიციის აქტივისტებმა კომენდანტის საათის დროს თბილისში აქცია გამართეს

55
სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მომხრეების ჯგუფმა კვირას საღამოს თბილისის ცენტრში კომენდანტის საათის დროს საპროტესტო აქცია გამარტეს. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. მათ პლაკატებით ჩაიარეს რუსთაველის გამზირი მას შემდეგ, რაც ქალაქში საკომენდანტო საათი ამოქმედდა. აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მისი მონაწილეები არ დაუკავებიათ და არ დაუჯარიმებიათ.

საღამოს აქციის მონაწილეები საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ და საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტისადმი უნდობლობას გამოხატავდნენ.

55

ტურბიზნესის წარმომადგენლებმა თბილისში შეზღუდვები გააპროტესტეს - ვიდეო

52
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, კვირას საპროტესტო აქცია გაიმართა ხელისუფლების მიერ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო აქციიდან

აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე ბიზნესის, ვაჭრობის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამთავრობო ადმინისტრაციის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. 

ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედებს მთელი რიგი მკაცრი შეზღუდვები. გარდა პირბადეების სავალდებულო ტარებისა და დისტანციის დაცვისა, დიდ ქალაქებში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაკეტილია სავაჭრო ობიექტების ნაწილი, არ მუშაობს კაფეები და რესტორნები, შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები. 

 

52
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

0
დღეს სტრასბურგში გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია, რომელიც მთელ კვირას გასტანს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.

უწყების ინფორმაციით, ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

სესიაზე მსჯელობის მთავარი საგანი გლობალური პანდემია და კოვიდ–19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იქნება. დელეგატებს სიტყვით მიმართავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

ამასთან, სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტის განხორციელება, რადგან არის ბევრი აქტუალური საკითხი, ანგარიში, რომელიც საქართველოს ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში“, - განაცხადა კუჭავამ.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელიც  2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს შეეხება.

ანგარიშს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს მისიის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსი.

„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ანგარიში და ის დადებითი შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ“, -  განაცხადა კახა კუჭავამ.

სტრასბურგში მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში მმართველი პარტიიდან არიან ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ხოჯევანიშვილი. დელეგაციის წევრია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი ფრიდონ ინჯიაც.

0
თემები:
საქართველოს პარლამენტი