არველაძემ უზბეკეთის თასის მოგება ცეკვა „აჭარულით“ აღნიშნა – ვიდეო

გამოწერა
შოთა არველაძემ უზბეკეთში მორიგი ტიტული მოიპოვა – ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი ტაშკენტის „ფახთაქორი“ ზედიზედ მესამედ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი.

ფინალში ტაშკენტის „ფახთაქორი“ „ოლმალიკს“ შეხვდა და დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 მოუგო. 

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
არველაძის ტრიუმფი უზბეკეთში: „ფახთაქორი“ ქვეყნის თასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა

„ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელის ტყუპისცალმა არჩილ არველაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც შოთა უზბეკეთის თასის მოგებას „აჭარულის“ ცეკვით აღნიშნავს.

შოთას გუნდმა ზედიზედ მეორე წელია დუბლი შეასრულა – უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად „ფახთაქორი“ ქვეყნის თასსაც დაეუფლა.

ყველა ახალი ამბავი
0