საქართველოს საკალათბურთო ლიგაზე „რუსთავი„ „ოლიმპს“ დაუპირისპირდა

59
(განახლებულია 11:50 19.12.2020)
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატის სუპერლიგის ფარგლებში რუსთავის ადგილობრივი გუნდი თბილისის „ოლიმპს“ დაუპირისპირდა

ანატოლი ბოისას გუნდმა სტუმრები 75:57 ანგარიშით დაამარცხეს. მატჩის მსვლელობისს „რუსთავიდან“ განსაკუთრებით გამორჩეულები იყვნენ ამერიკელი ლეგიონერები. 

„რუსთავმა“ სუპერლიგაზე ხუთი გამართული მატჩიდან ხუთივე გამარჯვებით დაასრულა, ხოლო თბილისის „ოლიმპი“ მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო ტურში „რუსთავი“ საკუთარ დარბაზში თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

59

ავტოსაგზაო შემთხვევები გზებზე: აჭარაში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან - ვიდეო

33
აჭარის მთებში, დასახლებულ პუნქტებსა და სანაპიროზე დიდთოვლობაა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში ძლიერი თოვის შედეგები

ქობულეთის მახლობლად ტრასაზე თოვლის გამო რამდენიმე ავარია მოხდა.

მძღოლებს ასეთ ამინდში მაქსიმალური ყურადღება მართებთ - გზებზე შესაძლოა მოყინული მონაკვეთები იყოს. მათ, ვისაც საკმაირის გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა საჭის დამორჩილება ვერ შეძლონ.

მუნიციპალური და რაიონული სამსახურების თანამშრომლები გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან. ასევე მიმდინარეობს კომუნალური მომსახურების სისტემაში ავარიების თავიდან არიდების სამუშაოები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების უხარვეზო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

33

როგორ კვებავენ თბილისის უფასო სასადილოებში ვიდეო

32
(განახლებულია 16:03 20.01.2021)
თბილისის სოციალური სასადილოები მუშაობას ახალი წესებით განაგრძობენ – მხოლოდ გატანით ან ადგილზე მიტანით. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

თბილისში სოციალური სასადილოები უკვე ათ წელზე მეტია ფუნქციონირებს. სამთავრობო პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის ყოველდღე ამზადებენ უფასო სადილს.

სამწუხაროდ, ბევრისთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ეს საკვების მიღების ერთადერთი გზაა. ამიტომ სადილს რამდენიმე პორციად ყოფენ.

ყოველ ასეთ სასადილოში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იკვებება, ხოლო დედაქალაქში დაახლოებით 20 მსგავსი სასადილო პუნქტი ფუნქციონირებს.

პანდემიის დროს საკვების მიღება მხოლოდ გატანით ხდება. რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებისთვის სადილი სახლში მიაქვთ.

32
ეპიდემია საქართველოში

საქართველოში კომპენსაციის მიმღებ პირთა მონაცემების წარდგენის ვადა იწურება

0
(განახლებულია 17:35 20.01.2021)
შემოსავლების სამსახური გადაამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი კომპენსაციის მიღების პირობას და სამი სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ინფორმაციას ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ასევე სამ სამუშაო დღეში ჩარიცხავს კომპენსაციას.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს შეახსენებს, რომ  200–ლარიანი დახმარების მიღების მიზნით დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს, 20 იანვარს იწურება. 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემა 1 იანვრიდან დაიწყო, თუმცა, ყოველთვიური დახმარების  მისაღებად რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. კომპენსაციის ოდენობა ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს, რომლის გაცემაც ექვსი თვის მანძილზე მოხდება. 

კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების წარდგენა, ექვსი თვის განმავლობაში ყოველი 20 რიცხვის ჩათვლით, უნდა მოხდეს თვითდასაქმებულის ან დამსაქმებლის მხრიდან ვებ-გვერდზე eservices.rs.ge. ბოლო მონაცემებით, დახმარების მიღების მიზნით უკვე 115 ათასი  განაცხადია დარეგისტრირებული. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.  

შემოსავლების სამსახური: მოგვაწოდეთ ინფორმაცია არაკეთილსინდისიერ კომპანიებზე>>>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის ფაქტების, ე.წ. თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ  მიმართონ უწყებას და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე.

ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან კომპენსაციას?

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებული ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ  ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით კი ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. 

ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას: დეტალური ინფორმაცია>>>

უწყების ცნობით, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

ყველა დოკუმენტს წარმოადგენს დამსაქმებელი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განაცხადს ყოველთვიურად ავსებს.

კომპენსაციის გაცემა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები