რატომ ეშინია აშშ-ს თურქეთის მიერ ნაყიდი რუსული С-400-ების?

გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ნაყიდი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-400 ამერიკელი სამხედროებისათვის საფრთხეს წარმოადგენს

ამის შესახებ მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს სატელეფონო საუბარში უთხრა. მანამდე აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა რუსეთისგან С-400-ების შესყიდვის გამო. შეზღუდვები შეეხო თურქეთის თავდაცვის წარმოების სამდივნოს, მის ხელმძღვანელ ისმაილ დემირს და რამდენიმე მაღალჩინოსანს. მოსკოვში ამერიკის ახალი სანქციები აშშ-ის ჯანსაღი კონკურენციის უუნარობას დაუკავშირეს. რით ემუქრება  С-400 ამერიკეებს და როგორ იქცა თავად აშშ საფრთხედ მთელი მსოფლიოსთვის - ჩვენს ვიდეოში იხილავთ.

ყველა ახალი ამბავი
0