პოლიციამ ქობულეთში ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა ვიდეო

84
(განახლებულია 19:50 18.12.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანასოფლელს - თ.პ.-ს იარაღის მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა. ე.მ.-მ ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაცნობი - 1968 წელს დაბადებული ვ.ვ., წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, თან მიტანილი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს.

84

პოლიციამ „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა - ვიდეო

0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ს.ა. საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს

დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული 119,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”.

0

გელათის მონასტრის დაზიანებული სახურავი აღადგინეს - ვიდეო

16
გელათის დროებითი გადახურვის დაზიანებული ნაწილი აღდგენილია. დასავლეთ მკლავის სამხრეთ ფერდზე გადახურვის სამუშაოები 2018-19 წლებში ჩატარდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უხარისხოდ

თუნუქის სახურავზე ხარვეზებით წარმართული სამუშაოები სფეროს სპეციალისტთა შორის დისკუსიას გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემადაც იქცა. იმ კომპანიების გარდა, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, კრიტიკის თემა ხდება თავად დროებითი გადახურვის პროექტიც.

მომავალი გართულებების და კომპლექსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, სფეროს სპეციალისტები პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საჭიროებაზე უკვე ალაპარაკდნენ. არაჯეროვნად ჩატარებული სამუშაოებისთვის კი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ  სამუშაოების განმახორციელებელ ორივე კომპანიას სოლიდური ფულადი სანქცია დააკისრა. 

16