„დინამო თბილისმა“ მონტენეგროს „იადრანი“ ანგარიშით 11:8 დაამარცხა – ვიდეო

გამოწერა
„თბილისის დინამომ“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ზუკა რურუას გუნდმა მონტენეგროს „იადრანი“ დაამარცხა ანგარიშით 11:8. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო, თუმცა მესამე პერიოდში ქართულმა გუნდმა მეტოქის კარში სამი უპასუხო ბურთი გაიტანა და, როგორც აღმოჩნდა, შეხვედრის ბედი ამან გადაწყვიტა.

მოპოვებული გამარჯვების შედეგად „თბილისის დინამომ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი დაიმსახურა, რისთვისაც ქვეჯგუფიდან გასვლა და რამდენიმე გამარჯვების მოპოვებაა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0