ელვისებური დარტყმა: რუსული და უზბეკური სპეცრაზმების ერთობლივი ანტიტერორისტული სწავლება

53
რუსმა და უზბეკმა სპეცრაზმელებმა საერთო კონტრტერორისტული წვრთნები გამართეს ტემერზის პოლიგონზე უზბეკეთში

მანევრების სცენარის მიხედვით, ბანდიტების დანაყოფმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და უახლოესი დასახლებული პუნქტი ჩაიგდო ხელში.

რუსულმა და უზბეკურმა ელიტურმა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა ბრძანება მიიღეს, გაასუფთაონ დასახლება და ბოევიკების მეთაური ჩაიგდონ ხელში. ამ ყველაფრისათვის მათ რამდენიმე წუთი დაჭირდათ.

იხილეთ ჩვენს ვიდეოში, როგორ გაიმართა საერთო ანტიტერორისტული სწავლებები.

53

ოპოზიციის აქტივისტებმა კომენდანტის საათის დროს თბილისში აქცია გამართეს

61
სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მომხრეების ჯგუფმა კვირას საღამოს თბილისის ცენტრში კომენდანტის საათის დროს საპროტესტო აქცია გამარტეს. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. მათ პლაკატებით ჩაიარეს რუსთაველის გამზირი მას შემდეგ, რაც ქალაქში საკომენდანტო საათი ამოქმედდა. აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მისი მონაწილეები არ დაუკავებიათ და არ დაუჯარიმებიათ.

საღამოს აქციის მონაწილეები საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ და საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტისადმი უნდობლობას გამოხატავდნენ.

61

ტურბიზნესის წარმომადგენლებმა თბილისში შეზღუდვები გააპროტესტეს - ვიდეო

56
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, კვირას საპროტესტო აქცია გაიმართა ხელისუფლების მიერ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო აქციიდან

აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე ბიზნესის, ვაჭრობის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამთავრობო ადმინისტრაციის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. 

ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედებს მთელი რიგი მკაცრი შეზღუდვები. გარდა პირბადეების სავალდებულო ტარებისა და დისტანციის დაცვისა, დიდ ქალაქებში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაკეტილია სავაჭრო ობიექტების ნაწილი, არ მუშაობს კაფეები და რესტორნები, შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები. 

 

56
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

„ელფები“ დედამიწაზე: ISS-ის ჩქაროსნულმა ტელესკოპმა უიშვიათესი კადრები გადაიღო - ვიდეო

0
(განახლებულია 11:56 25.01.2021)
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა ჩქაროსნულმა ტელესკოპმა უიშვიათესი კადრები გადაიღო დედამიწის იონოსფეროში

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტზე არსებულმა მოწყობილობამ იშვიათი ბუნებრივი მოვლენა — ორმაგი და სამმაგი „ელფები“ დააფიქსირა, იუწყება РИА Новости.

მანამდე ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპერიმენტ ASIM–ის ფარგლებში იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან არ ჩანს. ESA–მ წარმოადგინა ანიმაცია, რომელზეც ასახულია, როგორ ადის 50 კმ სიმაღლეზე მანათობელი ნაკადები, „ელფები“ — იონოსფეროში ოპტიკური და ულტრაიისფერი გამოსხივების დიდ მანძილზე სწრაფად გავრცელებადი ნაკადები.

ამასთან აღინიშნება, რომ ESA–მ კამერებზე ვერ დააფიქსირა უშუალოდ „ელფების“ წარმოქმნა, ვინაიდან მათ არ აქვთ დროის მაღალი გაფართოების მოწყობილობები.

„მათ უბრალოდ გამოსხივების სპექტრით ივარაუდეს, რომ ეს „ელფები“ იყო“, — აცხადებს ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაველ კლიმოვი.

მისი თქმით, ეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა რუსულმა მოწყობილობამ შეძლო, რომელიც ამ დროისათვის ევროპულის პარალელურად მუშაობს.

კლიმოვი განმარტავს, რომ რუსული ჩქაროსნული ტელესკოპის მგრძნობიარობა ევროპულისას აღემატება, ამიტომაც შეუძლია „დაინახოს“ მოვლენები, რომლებსაც ASIM–ი ვერ ამჩნევს.

მეცნიერის განმარტებით, ამ დროისათვის დაახლოებით 15–20 ელფია დარეგისტრირებული.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა