აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თავი მანამ მოიყარეს, სანამ ახალი მოწვევის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართებოდა.
როგორც საქართველოს სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, ნოემბრის დასაწყისიდან ოპოზიციის მხარდამჭერები აჭარაში საპროტესტო აქციებს მართავენ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.