ილონ მასკს ბერლინში Axel Springer 2020 ჯილდო გადაეცა

გამოწერა
Tesla-ს და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი სამშაბათს ბერლინში ჩავიდა, რათა Axel Springer 2020 ჯილდო მიეღო

ილონ მასკმა ისაუბრა, რა მოსწონს მას გერმანიაში და რა გახდა ნაწილობრივი ბიძგი იმისათვის, რომ Tesla Giga-ს ქარხანა აეგო ბრანდენბურგში. 

მასკმა აღნიშნა, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს გერმანიაში და დიდ დროს ატარებს ამ ქვეყანაში. ხოლო Axel Springer-ის გენერალური დირექტორის, მატიას დოპფნერის შეკითხვაზე, თუ სად ათენებს ის ღამეებს, უპასუხა: „დაუსრულებელი ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში“.

მასკს ჯილდო ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0