საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

101
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

101

ვითარება საქართველოს გზებზე: დიდთოვლობა და საცობები მცხეთა-მთიანეთის გზებზე

22
(განახლებულია 14:37 18.01.2021)
უამინდობა და შეზღუდვების საავტომობილო გზებზე. ამ დრომდე ჩაკეტილია გუდაური კობის მონაკვეთი

მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდება. მეორე დღეა ყაზბეგიდან მოქალაქეების გადმოყვანა საბაგიროების მეშვეობით ხდება. გზებზე სატვირთო ავტომობილების კოლონა დაახლოებით ფასანაურიდან იწყება. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა და მუშაობა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

22

შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა - ვიდეო

10
(განახლებულია 14:30 18.01.2021)
შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული და რუსული მედია ავრცელებს

მათივე ცნობით, ეკიპაჟის 5 წევრი გადარჩენილია, ორი კი, დაღუპული იპოვეს. ეკიპაჟის 15-კაციანი შემადგენლობის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ეკიპაჟის წევრები სამ სამაშველო ნავზე იმყოფებიან.

სამაშველო ნავების ჩაძირვის ან დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. მაშველების მუშაობას კი უამინდობა უშლის ხელს.

10
რეტრო კინოკამერა

40 წლის შემდეგ - ტელემაყურებლები სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცას“ ნახავენ

0
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილი ქართველი რეჟისორის, სოსო ჩხაიძის კინოფილმს აღადგენს

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. 40 წლის შემდეგ მაყურებლები ნახავენ სოსო ჩხაიძის მრავალსერიან მხატვრულ ფილმ „შვიდკაცას“, რომლის დასრულებაც კინორეჟისორს სიცოცხლეში არ დასცალდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 1987 წლებში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი მიივიწყა. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

„სამწუხაროდ, სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მაგრამ მან მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება. ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფილმზე მუშაობა წელს საბოლოოდ დასრულდება და მაყურებელი იხილავს შვიდსერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის დასრულებისთვის დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.

ქართველი სცენარისტი და რეჟისორი იოსებ ჩხაიძე 1937 წლის 18 მარტს დაიბადა თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1964-1969 წლებში სწავლობდა „ვგიკში“ გრიგორი ჩუხრაის სარეჟისორო სახელოსნოში. იგი არის შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ალბერტ შვეიცერის მედლის მფლობელი. სოსო ჩხაიძე 1992 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

0