მოვასწროთ ყველაფერი: შეზღუდვების დაწესებამდე თბილისი „დიდ საცობად“ გადაიქცა ვიდეო

108
(განახლებულია 19:54 27.11.2020)
დღეს შეზღუდვების დაწესებამდე ბოლო თავისუფალი დღეა. ხვალიდან იკეტება რესტორნები და სავაჭრო ცენტრები, რასაც დღეს „შავი პარასკევიც“ დაერთო.

ამის გამო ქალაქში წარმოუდგენელი ხალხმრავლობაა, გზები კი გადატვირთულია. მტკვრის ორივე სანაპიროზე უზარმაზარი „საცობები“ წარმოიქმნა, რადგან ქალაქის გასასვლელებში დიდი სავაჭრო ცენტრებია განთავსებული.

108

სიღარიბე ვირუსზე საშიშია: თბილისი პროტესტების ტალღამ მოიცვა

38
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გამო პროტესტის ტალღამ იფეთქა. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვები მოქმედებს დიდ ქალაქებში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოშ, თუ რას მოითხოვენ მომიტინგეები

საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა. 

თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.

38

საპროტესტო აქცია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

107
(განახლებულია 21:15 26.01.2021)
სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

კვირის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მომხრეები აკრძალვებსა და შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

107
სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტით

„საკითხი დახურულია“: პოლიტოლოგი СНВ-3-ის შესახებ აშშ-რუსეთის გადაწყვეტილებას აფასებს

0
(განახლებულია 14:37 27.01.2021)
სამშაბათს აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ორი ქვეყნის ლიდერი СНВ-3-ის გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმების (СНВ-3) გახანგრძლივებას მიაღწიეს მოსკოვის პირობებით, რაზეც სამხედრო პოლიტილოგმა რადიო Sputnik–ის ეთერში კომენტარი გააკეთა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაეთანხმა შეთანხმება СНВ-3–ის გახანგრძლივებას „ხუთი წლით წინასწარი პირობებისა და ყოველგვარი დამატებების გარეშე“.

სამშაბათს აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტებს — ჯოზეფ ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორივე ლიდერი კმაყოფილი დარჩა ნოტების გაცვლით СНВ-III–ის გახანგრძლივების შესახებ.
თეთრი სახლის მონაცემებით, ბაიდენმა და პუტინმა ადმინისტრაციების თანამშრომლებს სწრაფი მუშაობის განკარგულება მისცეს, რათა შეთანხმების გაგრძელება 5 თებერვლამდე მოესწროს, რა დროსაც შეთანხმების მოქმედების ვადა იწურება.

რუსეთის დუმის მონაცემებით, პრეზიდენტმა პუტინმა უკვე წარადგინა დოკუმენტი რატიფიკაციისთვის, რომელიც СНВ-3–ის გახანგრძლივებას 2026 წლის 5 თებერვლამდე ითვალისწინებს. სახელმწიფო სათათბირო კანონპროექტს დღეს განიხილავს პლენარულ სხდომაზე.

როგორც სამხედრო პოლიტოლოგი ანდრეი კოშკინი აღნიშნავს, ორი ქვეყნის ლიდერის ესოდენ სწრაფ გადაწყვეტილებას აშკარა სარგებლის მოტანა შეუძლია.

„გუშინ საუბარი შედგა აშშ–ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. ამ საუბრის შედეგია გადაწყვეტილება, უპირველეს რიგში, შეერთებული შტატების მხრიდან, დაეთანხმოს СНВ-3–ის გახანგრძლივების ყველა იმ პირობას, რომლებსაც მანამდე რუსეთი სთავაზობდა. ანუ, შეთანხმების გახანგრძლივებას ყოველგვარი პირობის გარეშე. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასეთი გახანგრძლივება შედგა, ვინაიდან ორივე მხარემ უკვე ჩაუშვა შეთანხმების რატიფიკაციის მექანიზმი. როგორც იტყვიან, საკითხი დახურულია. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება მოიტანს სარგებელს, პირველ რიგში, მსოფლიოში სტაბილიზაციისთვის. რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს, არა სტაბილიზაციის მექანიზმების დაშლა, როგორც ეს აშშ–ის 45–ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს იყო, არამედ ახლების შექმნა, რომლებიც გამალებული შეიარაღების მოთოკვას უზრუნველყოფდა“, — განაცხადა კოშკინმა.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ხოლო ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

2018 წლის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის 5 თებერვალს გასდის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2020 წლის 16 ოქტომბერს წამოაყენა შეთანხმების ყოველგვარი პირობის გარეშე ერთი წლის ვადით გახანგრძლივების წინადადება., თუმცა ვაშინგტონი არ დაეთანხმა მას. აშშ სხვადასხვა პირობებით მოითხოვდა მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად, თუმცა ჩინეთმა იდეა უარყო.

0
თემები:
რუსეთი დღეს