აფეთქება ალ-ბაბში: დაიღუპა ხუთი და დაშავდა 19 ადამიანი

29
(განახლებულია 14:50 25.11.2020)
სამშაბათს სირიის ქალაქ ალ-ბაბში ბომბის აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 19-მა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები და შენობები. სისხლი გზებზეც ემჩნეოდა მანამ, სანამ მეხანძრეები წესრიგს დაამყარებდნენ.

აქამდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია მომხდარზე პასუხისმგებლობა.

ალ-ბაბი ალეპოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. გასული წლის მარტამდე ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენი იყო.

29

უინტერესო, მაგრამ პოპულარული: ყველაზე პირველი ვიდეო YouTube-ზე

131
(განახლებულია 17:43 17.01.2021)
გაინტერესებთ, როგორ და რით დაიწყო "იუთუბის" არსებობის ისტორია? მაშინ ეს ვიდეო უნდა ნახოთ, იმიტომ რომ ის პირველია, რომელიც ვიდეოჰოსტინგზე აიტვირთა

დღეს ძალიან, ძალიან პოპულარული ვიდეოჰოსტინგი 2005 წლის თებერვალში შექმნა PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა. იმავე წლის 23 აპრილს კი მასზე აიტვირთა ვიდეო, რომელიც ზოოპარკში, სპილოს ვოლიერის წინაა გადაღებული.

დღევანდელილ გადასახედიდან, ეს კადრები ფრიად უცნაურად (რომ არ ვთქვათ, უინტერესოდ) გამოიყურება. მაგრამ 142 085 121 ნახვა აქვს, იმიტომ რომ ისტორიულია!

131

ანბანით „მოთხრობილი“ საქართველო, ანუ ქვეყნის 33 მახასიათებელი

110
(განახლებულია 17:31 17.01.2021)
იხილეთ ანიმაციური ვიდეო, რომელიც მეტად ორიგინალურად და ლაკონურად გვაცნობს საქართველოს 33 უმთავრეს მახასიათებელს

ეს ვიდეო ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობისთვის შექმნა JWT Metro-მ ნიაზ დიასამიძის მუსიკაზე. 

რატომ 33? იმიტომ რომ თხრობა ქართულ ანბანს მიჰყვება და თითოეულ ასო-ბგერას სხვადასხვა ისტორიულ პირებსა თუ მოვლენას, კულტურულ თუ მატერიალურ ძეგლებს უსადაგებს.

ვფიქრობთ, ეს ის ვიდეოა, რომელიც მართლაც უნდა ნახოს ყველამ — დიდმა თუ პატარამ.

110
პოზიციის აქცია პარლამენტთან

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან შიდა კონსულტაციების ახალ რაუნდს იწყებენ

0
(განახლებულია 10:23 18.01.2021)
გასულ კვირას ოპოზიციური პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებით მოთხოვნებზე შეთანხმდნენ

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი – პარტია „გირჩი“ და „მოქალაქეები“ შიდა კონსულტაციების ახალ ეტაპს გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეხვედრით იწყებს.

კონსულტაციების მთავარი თემა იქნება მმართველ პარტიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები და ის საკითხი, თუ რა პირობებში იქნება ოპოზიცია თანახმა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. 

 „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, რომელთაც 2020 წლის არჩევნების შედეგებით ექვსი მანდატი ერგოთ,  ოფიციალურად უარი არ უთქვამთ სადეპუტატო მანდატებზე.

პარტია „გირჩის“ გენმდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება, მან საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

 „ჩემი აზრით, ეს არის კარგი ინიციატივა, რომელზეც საუბარი ღირს ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.  ამ ინიციატივით ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრას გიორგი ვაშაძესთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ გვინდა თვითმმართველობის არჩევნებს მომზადებული შევხვდეთ – შესაბამისი კანონმდებლობითა და შესაბამისი რეფორმით. ჩვენი მიზანია თბილისსა და სხვა მსხვილ ქალაქებში არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც „გირჩის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმართველი ორგანოების არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ ერთგვარი ტესტი გახდება. 

 „ეს შეეხება თვითმმართველობის არჩევნების როგორც ტესტად გამოყენებას. თუ ეს საკითხი პრინციპულად მისაღები იქნება ოპოზიციისთვის, ტექნიკურად, ვფიქრობ შესაძლებელი იქნება პლებისციტის ნაცვლად ფორმულირების მოძებნა, თუ როგორ შეიძლება შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენება და ამით შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ნეიტრალიზება“, –განაცხადა მეგრელიშვილმა.

გასულ კვირაში „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთან“ დაკავშირებით შემდეგ მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გამსვლელი 0%–იანი ბარიერის პირობებში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმულირება. მათი აზრით, დაგეგმილმა ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება, უნდა აჩვენოს თუ რამდენად აუცილებელია ქვეყნისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად უკვე განაცხადა. ესენია ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). მათ ცესკოში წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიების ანულირება მოახდინეს.

0
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს