რუსეთის მეთვალყურეობის ქვეშ: როგორ უბდუნდება მშვიდობიან ცხოვრებას მთიანი ყარაბაღი

56
მთიანი-ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა მშივოდბიან ცხოვრებას უბრუნდება. სტეპანაკერტში უკვე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მიმოსვლა უკვე განაახლა

ქალაქში ასევე აღდგა საგზაო მოძრაობა, ელექტრო და წყალმომარაგება. ყარაბაღელი სპეციალისტების დასახმარებლად ადგილზე იმყოფებიან რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წევრებიც, რომლებიც ინფრასტრუქტურის რემონტში მიიღებენ მონაწილეობას.

ადგილობრივებს ასევე გვერდში უდგანან რუსი სამშვიდობოები. სამხედროები ქუჩების განაღმვას განაგრძობენ, პატრულირებენ გადაკვეთის ხაზზე და რეგიონში დაბრუნებულ დევნილების კოლონებს მიაცილებენ. როგორ ეხმარება რუსეთი ყარაბაღის მკვიდრებს, იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

56

„ადამიანის ხორცი“: ესპანელი ვეგანების შემზარავი პერფორმანსი მადრიდში - ვიდეო

25
(განახლებულია 23:06 12.06.2021)
ესპანელმა აქტივისტებმა, რომლებიც ცხობველების ხოცვასა და ხორცის ჭამას აპროტესტებდნენ, მადრიდის ქუჩაში შთამბეჭდავი პერფორმანსი მოაწყეს. ნახეთ ვიდეო, რა ღირს ადამიანის ხორცი

ესპანელმა ვეგანებმა პერფორმანსი მოაწყეს, რისთვისაც გაშიშვლდნენ, წითელი საღებავი გადაისხეს და პენოპლასტის დაფებსა და პოლიეთილენის პაკეტებში ისე შეიფუთნენ, როგორც ჩვეულებისამებრ ხორცპროდუქტებია დაფასოებული. 

ამის შემდეგ პირდაპირ მოედანზე დაწვნენ ხალხის თვალწინ.

სანახაობა მეტად ნატურალისტური და ერთგვარად შემზარავიც იყო იმის გათვალისწინებით, რომ შეფუთვაზე დატანილ მარკირებაზე ხორცის ტიპიც ეწერა, „ვარგისიანობის“ ვადაც და ფასიც: „ადამიანის ხორცი, 1 კგ ფასი 3,08 ევრო“.

    

25

ჟენევა ბაიდენი-პუტინის შეხვედრისთვის ემზადება: ვილა La Grande-ს თავდაცვის ზომები - ვიდეო

42
(განახლებულია 11:41 12.06.2021)
ჟენევის ვოლა La Grande-ს აშშ-სა და რუსეთის ლიდერების უმაღლესი დონის შეხვედრისთვის ამზადებენ. იხილეთ ვიდეო, დაცვის რა ზომებს მიმართავს შვეიცარიის ხელისუფლება

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები - ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი 16 ივნისს შეხვდებიან ერთმანეთს ჟენევაში. 

როგორც მანამდე შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, სამიტის ადგილად საკულტო ვილა ლა გრანჟი შეირჩა.

La Grande XVIII საუკუნეშია აგებული. მეოცე საუკუნეში შენობა და მიმდებარე პარკი შვეიცარიელმა პოლიტიკოსმა და მეცენატმა უილიამ ფავრმა ჟენევის მოსახლეობას საჩუქრად გადასცა. ჩვეულებრივ დღეებში ეს საზოგადოებრივი სივრცეა.

42
ილო ბეროშვილი

„ჩელესთან ვმეგობრობდი და...“ - ილო ბეროშვილის ყოფილი ცოლი ქმრის მეგობარზე გათხოვდა

0
(განახლებულია 14:37 11.06.2021)
მსახიობ ილო ბეროშვილის ყოფილი ცოლი ქმრის მეგობარზე გათხოვდა და ამის გამო ცნობილი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ მთავარ გმირს უსიამოვნო განცდა ჰქონდა

ილო ბეროშვილი თათია შარანგიას „სთორიში“ თავისი პირველი ქორწინების შესახებ ალაპარაკდა, რომელიც ტელეწამყვან ნელიკო აგირბასთან აკავშირებდა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

აღმოჩნდა, რომ ილოსთვის ნელის მიერ მეორე ოჯახის შექმნა არც ისე მარტივი გადასატანი იყო, რადგან ნელის მეორე მეუღლე მისი მეგობარი იყო და მისთვის პირველ რიგში შვილების განწყობა იყო მთავარი.

ბეროშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, როგორ გარემოში იქნებოდნენ ბავშვები და მისი მეუღლე ანი ბებია იყო პირველი ადამიანი, რომელსაც ბავშვები გააცანო.

„ჩემს შვილებს უყვარდათ ჩელე და ეს იყო ჩემთვის მთავარი, მშობელი ხარ და გინდა, შენი შვილები ბედნიერები იყვნენ. უსიამოვნო იყო ის, როცა ადამიანთან მეგობრობ და მერე… კი, უკვე ორი წლის გაშორებულები ვიყავით, როცა მან მითხრა, ნელისთან ურთიერთობა მაქვსო… მე ვუთხარი მაშინვე, რაზეა ლაპარაკი-მეთქი. ყველა ვარიანტში, როცა ორი შვილი გყავთ და ოჯახი იშლება, ეს მტკივნეული პროცესია“, - აცხადებს მსახიობი.

ნელი მეორე ქორწინებაშიც იყო, თუმცა ეს ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ოთხი წლის წინ, რამდენიმე თვეში დაქორწინების შემდეგ, მისი მეუღლე ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც მისი 13 წლის შვი­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

„კუ­რი­ე­რის“ ყოფილმა წამ­ყვან­მა და მის­მა რჩე­ულ­მა 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იქორ­წი­ნეს. 34 წლის ძი­მის­ტა­რიშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ვაჟი ჰყავდა, რო­მელ­საც მარ­ტო ზრდი­და. ცოტ­ნე ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლია და წარ­მა­ტე­ბუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა ტურ­ნირ­ში.

0
თემები:
ქართველი სელებრითები