ავარია თბილისის ცენტრში: წვიმიან ამინდში სანაპიროზე ორი ავტომობილი დაიმტვრა - ვიდეო

1175
(განახლებულია 23:12 20.11.2020)
წვიმამ და ცუდმა ხილვადობამ თბილისში ავარიების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ერთ-ერთი ავარია პარასკევს საღამოს სანაპიროზე მოხდა

ნოემბრის მეორე ნახევარში თბილისში წვიმიანი ამინდები დაიწყო და მკვეთრად აცივდა. ამის გამო გზებზე ავარიების რაოდენობამ იმატა.

ქალაქის სხვადასხვა წერტილებში გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები. ერთ-ერთი შემთხვევა პარასკევს საღამოს თბილისის სანაპიროზე მოხდა, გმირთა მოედნის მახლობლად. იმის გამო, რომ მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს, ორი ავტომობილი დაიმტვრა, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

1175

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

4
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

4

მოვასწროთ ყველაფერი: შეზღუდვების დაწესებამდე თბილისი „დიდ საცობად“ გადაიქცა ვიდეო

68
(განახლებულია 19:54 27.11.2020)
დღეს შეზღუდვების დაწესებამდე ბოლო თავისუფალი დღეა. ხვალიდან იკეტება რესტორნები და სავაჭრო ცენტრები, რასაც დღეს „შავი პარასკევიც“ დაერთო.

ამის გამო ქალაქში წარმოუდგენელი ხალხმრავლობაა, გზები კი გადატვირთულია. მტკვრის ორივე სანაპიროზე უზარმაზარი „საცობები“ წარმოიქმნა, რადგან ქალაქის გასასვლელებში დიდი სავაჭრო ცენტრებია განთავსებული.

68