პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება

45
(განახლებულია 15:29 20.11.2020)
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ პოლიტიკურ ფონზე ჩაივლის ხმის მიცემის პროცესი.

ქართული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პერმანენტულ აქციებს მართავს ახალი არჩევნების მოთხოვნით. მეორე ტური თბილისსა და რეგიონებში შედგება. პირველი ტურის შედეგებით პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ დეპუტატის მანდატებზე, ასევე მეორე ტურში მონაწილეობაზე, ვინაიდან ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

თუმცა კანონმდებლობა მეორე ტურში კანდიდატის მონაწილეობაზე უარს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბიულეტებში დაფიქსირდება ყველა კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში გადავიდა.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულად მიიჩნევენ და მას დესტაბილიზაციასა და სიტუაციის ხელოვნულად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

45

საკალათბურთო მატჩი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის ვიდეო

22
(განახლებულია 16:01 30.11.2020)
„ევრობასკეტ-2022“-ის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებმა შეხვედრა ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართეს.

ქართულმა გუნდმა მეტოქე დაამარცხა ანგარიშით 91–85, რითიც მესამე საკვალიფიკაციო მატჩში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი კალათბურთელებიდან გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელმაც გუნდს 27 ქულა მოუტანა და 10-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან. 19 ქულა მოიპოვა თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნაც დაამატა.

ამავე ჯგუფში შვეიცარიის ნაკრებმა მოულოდნელად ანგარიშით 92-90 გაიმარჯვა სერბეთთან შეხვედრისას.

საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს ისევ ესპოოში შვეიცარიის გუნდს დაუპირისპირდება. 

22

მადრიდის ცენტრში წინასაშობაო ხალხმრავლობაა ვიდეო

12
(განახლებულია 15:31 30.11.2020)
მადრიდის ცენტრში საშობაოდ მოწყობილი და განათებული პრესიადოს ქუჩა ხალხით გადაივსო მიუხედავად სოციალური დისტანციის დაცვისა და ხალხმრავლობისგან თავის არიდების რეკომენდაციებისა.

ესპანეთის დედაქალაქში მაღაზიებთან რიგები დადგა, რაზეც საზოგადოებას სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა.

„ჩემი აზრით, აქ უამრავი ხალხია, ზოგიერთი შესაძლოა დაინფიცირდეს, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი უპასუხისმგებლოა“, – თქვა გამვლელმა მოზარდმა.

„ბევრი ხალხია, ეს ცოტა საშიშია, თუმცა ჩვენ თავს ვიცავთ პირბადეებით და კარგად ვატარებთ დროს“, – განაცხადა ჯოზიასმა, კიდევ ერთმა გამვლელმა მოზარდმა.

მადრიდში უკვე შემსუბუქდა გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა საკომენდანტო საათი 00:00-დან 06:00 საათამდე კვლავ ძალაში რჩება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კვირისთვის ესპანეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1.628.208 შეადგინა, გარდაიცვალა 44.668 ადამიანი.

12
რუსული ვაქცინა  Спутник V

ევროპაში განმარტეს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას

0
ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გამოიყენოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა, მთელ ევროკავშირზე არ გავრცელდება. იუწყება РИА Новости.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა 13 ნოემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან რუსული ვაქცინის უნგრეთში წარმოების საკითხი განიხილა. სიიარტომ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში „სპუტნიკ  V“-ის მცირე პარტიების მიწოდება დეკემბერში დაიწყებოდა, უფრო მსხვილი პარტიებისა კი - იანვარში.

„ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, უმჯობესია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ იყოს დამტკიცებული. თუმცა სასწრაფო პროცედურის ფარგლებში, სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვაქცინის გამოყენება და თავის მოქალაქეთა შორის მისი გავრცელება დაუშვას. მაგრამ ჩვენ ვაქცინის საკითხებში მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრე ვართ“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ევროკომისიაში განმარტეს, რომ სახელმწიფო თავადაა პასუხისმგებელი სასწრაფო წესით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„თუ ვაქცინის გამოყენება ნებადართულია უნგრეთის ხელისუფლების მიერ, მაშინ საუბარია მის გამოყენებაზე მხოლოდ უნგრეთის ტერიტორიაზე“, - დაასკვნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА) 26 ნოემბერს დაადასტურა კონტაქტები „სპუტნიკ  V“-ის მწარმოებელთან და აღნიშნა, რომ რთულია წინასწარ იმის გათვლა, რამდენ ხანში იქნება დამტკიცებული ასეთი პრეპარატები. ამავდროულად სააგენტოში განაცხადეს, რომ ევროკომისიაში აგროვებენ რესურსს ამ პროცესების დასაჩქარებლად და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესწავლისა და ნებართვის გაცემის ვადების შესამცირებლად.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა ასევე, რომ სააგენტოს ჯერ არ მიუღია განაცხადი ევროპულ ბაზარზე რუსული ვაქცინის გაყიდვის ნებართვის მიღებაზე. მანასევე დასძინა, რომ  მონაცემებს აღნიშნულ პრეპარატზე ჯერ არც ევროკომისია არ ფლობს.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში