თბილისის ბაროკოს ფესტივალი წელს ონლაინ–ფორმატში გაიმართება ვიდეო

27
(განახლებულია 14:37 20.11.2020)
პანდემიამ „თბილისის ბაროკოს ფესტივალის“ ორგანიზატორთა გეგმებიც შეცვალა – ღონისძიებები წელს ონლაინ–ფორმატში ჩაივლის. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი 12-ის ნაცვლად მხოლოდ ორ კონცერტს წარმოადგენს.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ცნობილი იტალიელი მუსიკოსი ეწვევა.

ბაროკოს ინსტრუმენტების თანხლებით შესრულებულ კომპოზიციებთან ერთად ონლაინ–ფესტივალის სტუმრები თბილისის თანამედროვე ბალეტის ვიდეოწარმოდგენასაც ნახავენ. ერთ ვიდეორგოლში თავმოყრილი სხვადასხვა მინიატურები და კომპოზიციები გიორგი ალექსიძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

27

კარვები პოლიციისა და დევნილების საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების დროს პარიზში ვიდეო

12
(განახლებულია 18:38 24.11.2020)
პოლიცია დაუპირისპირდა მომიტინგეებს, რომლებიც დევნილებს უჭერდნენ მხარს. მათ კარვები გაშალეს რესპუბლიკის მოედანზე, პარიზის ცენტრში მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში სენ-დენის ბანაკიდან მიგრანტების ევაკუაცია დაიწყო.

„ვცდილობთ ჯანდაცვის სამინისტრო გავაფრთხილოთ და, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროც, მაგრამ მათი მიგრაციული პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკას სრულად ეწინააღმდეგება“, – განაცხადა MSF-ის (მედიცინა საზღვრების გარეშე) მისიის ხელმძღვანელმა საფრანგეთში კორინ ტორემ.

17 ნოემბერს პოლიციის ოპერაციის დროს ბანაკიდან 2500 დევნილი გაუშვეს. ჯგუფი Utopia 56-ის აქტივისტების ინფორმაციით, რომლებიც მიგრანტებს უჭერენ მხარს, დაახლოებით 800 მათგანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

12

საპროტესტო აქცია: პენსიონერებმა პენსიის გაზრდა მოითხოვეს ვიდეო

29
(განახლებულია 15:45 24.11.2020)
ბუენოს–აირესის ქუჩებში პენსიონერებმა და მათმა მხარდამჭერებმა პენსიის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

„პენსიონერებს არ სურთ საკუთარი ღირსების შელახვა. პენსიონერებს სიცოცხლის ღირსეულად გატარება სურთ“, – განაცხადა პენსიონერმა რუბენ ჯოანინიმ, რომელმაც შემდეგ დაამატა, რომ დაოჯახებული პენსიონერის შემოსავალი 35-დან 40 ათასამდე პესოა (367–420 ევრო), ხოლო 40-წლიანი მუშაობის შემდეგ მინიმალური პენსია ახლა 18 ათას პესოს შეადგენს (189 ევრო).

18 ნოემბერს მთავრობაში პენსიის 5%-ით მატების შესახებ განაცხადეს, რასაც დემონსტრანტმა მირტა კოსტამ „ნამდვილი სირცხვილი“ უწოდა. „ამ თვეში ჩვენ 903 პესოს (9,5 ევრო) დანამატი მოგვცეს, ანუ უნდა მივიღოთ 19 ათასი პესო (199 ევრო)“, – განაცხადა მან.

არსებული მონაცემებით, არგენტინაში ძირითადი სამომხმარებლო კალათა ერთ სულზე 17 ათას პესოს (178 ევრო) შეადგენს, რაც მიანიშნეს სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან მინიმალური პენსიის მქონე მოხუცები.

29
ფემინისტების მარში საქართველოში

როგორია იყო ქალი საქართველოში: სახალხო დამცველმა ქვეყანაში ფემიციდის სტატისტიკა მოიყვანა

0
გენდერული თანასწორობა, გენდერულ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმები - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს, არგენტინის და სერბეთის უფლებადამცველებმა ერთმანეთს გაეროს შუამდგომლობით გამოცდილება გაუზიარეს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. 2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი)  საქართველოში გენდერული ნიშნით 19 ქალის მკვლელობა და 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი მოხდა, ეს რიცხვები დასახელდა შემაჯამებელ ონლაინ-პრესკონფერენციაზე, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მონაწილეობით გაიმართა.

არა ძალადობას – ზუგდიდში ქალთა დღეს ფემიციდის შემთხვევები გააპროტესტეს >>

ფემიციდის ან გენდერულად მოტივირებული მკვლელობების მონიტორინგს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანი პრობლემის რეალური მასშტაბის, გამოყენებული დაცვისა თუ პრევენციული ღონისძიებების კუთხით არსებული ხარვეზების შეფასებაა.

კონფერენციის შეჯამებისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ფემიციდის შემთხვევების მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების მიუხედავად, თემატურ კვლევებში სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქმეების შესწავლისას კომპლექსური მუშაობაა მნიშვნელოვანი.

„5 წლის განმავლობაში უკვე 5 სპეციალური ანგარიში მოვამზადეთ და არაერთი რეკომენდაცია გავეცით, რომელთა ნაწილი შესრულდა“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის შედეგად, კვლავაც იკვეთება მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების, საქმეთა სათანადო კვალიფიკაციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების პრობლემები.

გაეროს სპეციალური მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში დუბრავკა სიმონოვიჩმა ფემიციდთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკები მიმოიხილა.

ამას გარდა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მაჰლი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი. ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს ექსპერტებმა საქართველოდან, არგენტინიდან და სერბეთიდან.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობას.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში