არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენლის განცხადება ვიდეო

26
(განახლებულია 19:16 19.11.2020)
არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც კახა წიქარიშვილმა განაცხადა, მაიკ პომპეოს საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიაწოდა ინფორმაცია. წიქარიშვილის თქმით, შეხვედრაზე მან სასამართლოში არაფორმალური მმართველობის არსებობის შესახებაც ისაუბრა და კონკრეტულ საქმეებზე გაამახვილა ყურადღება, რა დროსაც, მისი თქმით, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო.

წიქარიშვილი შეხვედრით კმაყოფილია და მოლოდინი აქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად აღიქვამს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს.

26

აფეთქება ალ-ბაბში: დაიღუპა ხუთი და დაშავდა 19 ადამიანი

4
(განახლებულია 11:20 25.11.2020)
სამშაბათს სირიის ქალაქ ალ-ბაბში ბომბის აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები და შენობები. სისხლი გზებზეც კი ემჩნეოდა მანამ, სანამ მეხანძრეები წესრიგს დაამყარებდნენ.

აქამდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია მომხდარზე პასუხისმგებლობა.

ალ-ბაბი ალეპოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. გასული წლის მარტამდე ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენი იყო.

4

კარვები პოლიციისა და დევნილების საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების დროს პარიზში ვიდეო

22
(განახლებულია 18:38 24.11.2020)
პოლიცია დაუპირისპირდა მომიტინგეებს, რომლებიც დევნილებს უჭერდნენ მხარს. მათ კარვები გაშალეს რესპუბლიკის მოედანზე, პარიზის ცენტრში მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში სენ-დენის ბანაკიდან მიგრანტების ევაკუაცია დაიწყო.

„ვცდილობთ ჯანდაცვის სამინისტრო გავაფრთხილოთ და, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროც, მაგრამ მათი მიგრაციული პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკას სრულად ეწინააღმდეგება“, – განაცხადა MSF-ის (მედიცინა საზღვრების გარეშე) მისიის ხელმძღვანელმა საფრანგეთში კორინ ტორემ.

17 ნოემბერს პოლიციის ოპერაციის დროს ბანაკიდან 2500 დევნილი გაუშვეს. ჯგუფი Utopia 56-ის აქტივისტების ინფორმაციით, რომლებიც მიგრანტებს უჭერენ მხარს, დაახლოებით 800 მათგანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

22
საქართველოს ნაკრები

FIBA-მ რეიტინგი განაახლა: საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა

0
(განახლებულია 12:38 25.11.2020)
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს ფინეთისა და შვეიცარიის გუნდებთან გამართავს.

 

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებამდე კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია  FIBA-ის განახლებულ რეიტინგში საქართველოს კალათბურთის ნაკრები ექვსი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-12 ადგილს იკავებს, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენმა ნაკრებმა რეიტინგში ევროპის ჩემპიონ სლოვენიას გადაასწრო, რომელიც ამჟამად მე-14 პოზიციას იკავებს. ჩვენმა გუნდმა ასევე უკან ჩამოიტოვა რუსეთის ნაკრები, რომელიც მე–13 ადგილზეა.

„ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მოწინავე პოზიციებზეა და მომდევნო ორი თამაშის მოგების შემთხვევაში, ჯგუში ოთხი გამარჯვებითა და არცერთი წაგებით, კიდევ უფრო დაწინაურდება“, - აღნიშნულია FIBA-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში უკვე ჩავიდა, საიდანაც ქალაქ ესპოოში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს მასპინძელ ფინეთთან და შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრები ფინეთს 28 ნოემბერს დაუპირისპირდება, 30 ნოემბერს კი შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად  ერთ-ერთი მასპინძლის რანგში შეხვდება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენმა გუნდმა უკვე დააარცხა შვეიცარია ანგარიშით 96:88 და სერბეთი 94:90, რის შედეგადაც ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება.

0
თემები:
სპორტის ამბები