შეხვედრები დახურულ კარს მიღმა: რაზე ისაუბრა მაიკ პომპეომ საქართველოს მთავრობასთან? ვიდეო

40
(განახლებულია 14:21 19.11.2020)
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

დეპლომატმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, ასევე საკუთარ კოლეგასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ პომპეო ჩამოვიდა, რათა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობა განეხილა.

40

საკალათბურთო მატჩი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის - ვიდეო

8
საფრანგეთის ქალაქ ესპოუში „ევრობასკეტ - 2022-ის“ საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს და ფინეთის ნაკრებებმა შეხვედრა გამართეს

ქართულმა გუნდმა მეტოქე დაამარცხა ანგარიშით 91 - 85, რითაც მესამე საკვალიფიკაციო მატჩში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი კალათბურთელებიდან გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელმაც 27 ქულა მოუტანა გუნდს და 10-ჯერ მოხსნა მოწინააღმდეგის ბურთი ფარიდან. 19 ქულა მოიპოვა თორნიკე შენგელიამ და მოხსნა 8 ბურთი.

ამავე ჯგუფში 92-90 ანგარიშით გაიმარჯვა შვეიცარიის ნაკრებმა სერბეთთან შეხვედრისას.

საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს ესპოუში შვეიცარიის გუნდს დაუპირისპირდება. 

8

მადრიდის ცენტრში წინასაშობაო ხალხმრავლობაა - ვიდეო

9
მადრიდის ცენტრში საშობაოდ მოწყობილი და განათებული პრესიადოს ქუჩა ხალხით გადაივსო, მიუხედავად სოციალური დისტანციის დაცვის და ხალხმრავლობისგან თავის არიდების რეკომენდაციებისა

ესპანეთის დედაქალაქში მაღაზიებთან რიგები დადგა, რაზეც საზოგადოებას სხვადასხვაგვარი რეაქცია ქონდა.

„ჩემი აზრით, აქ უამრავი ხალხია, ზოგიერთი შესაძლოა დაინფიცირდეს, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ზოგიერთი ადამიანი უპასუხისმგებლოა“, - თქვა გამვლელმა მოზარდმა.

„ბევრი ხალხია, ეს ცოტა საშიშია, თუმცა ჩვენ თავს ვიცავთ პირბადეებით და კარგად ვატარებთ დროს“, - განაცხადა ჯოზიასმა, კიდევ ერთმა გამვლელმა მოზარდმა.

მადრიდში უკვე შემსუბუქდა გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა საკომენდანტო საათი 00:00-დან 06:00 საათამდე კვლავ ძალაში რჩება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კვირისათვის ესპანეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1628208 შეადგინა, გარდაცვალებებმა და - 44668.

9
გიორგი სუხიტაშვილი

„შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც ბანკში ვიხდი“ - მომღერალმა შესაძლოა ბინა დაკარგოს

0
(განახლებულია 13:37 30.11.2020)
გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ავტომობილს ყიდის, რათა ბანკში ბინის გამო აღებული სესხი გადაფაროს. ამის შესახებ მომღერალმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მატერიალური პრობლემის წინაშე დგას და ბინის სესხის გადახდა უჭირს.

 

მომღერლის თქმით, მისი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა და მისმდგომარეობაში ბევრი ხელოვანია, დღევანდელი თვიური ანაზღაურება კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუკი არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს.

34 წლის გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება