ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს მართავს – ვიდეო

გამოწერა
ხვალ, 17 ნოემბერს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პირველ პირებთან.

მაიკ პომპეოს ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი. მინისტრის თქმით, ქართული მხარის სურვილია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მაიკ პომპეო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0