არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გეგმა ვიდეო

85
(განახლებულია 17:57 16.11.2020)
ქვეყანაში ინფიცირების და ლეტალური შემთხვევების მზარდი ტენდენცია კვლავ რჩება. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 3.157 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი.

ლევან ვარშალომიძის მოწოდებას, რომ ხმის მისაცემად მისულ ყველა ამომრჩეველს „სირცხვილის დერეფნებში“ გავლა მოუწიოს, არაერთგვაროვნად ხვდებიან ოპოზიციაში.

განსხვავებულია მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც.

85

თითქმის 100 წლის შემდეგ მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ზარები დაირეკა

39
(განახლებულია 19:16 23.11.2020)
მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში სამრეკლო აღადგინეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ აჟღერდა ზარები გიორგობის დღეს ტაძარში

ბოლშევიკებმა 1922 წელს სალოცავიდან ყველაფერი ძვირფასი გაიტანეს. 1930 წელს ტაძარი საერთოდ დაიხურა. რაც შეეხება სამრეკლოს, ზუსტად არ არის ცნობილი, რომელ წელს შეწყვიტა მან ფუნქციონირება. გამოდის, რომ დაახლოებით ასი წლის განმავლობაში ეკლესია უფუნქციოდ იყო. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში ტერიტორიის ნაწილი ტაძარს დაუბრუნდა, თუმცა მეორე ნახევარზე კოლეჯი გაიხსნა. 2015 წელს მთელი ტერიტორია ეკლესიას გადაეცა - Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში განაცხადა ქართული დიასპორის პრეს-მდივანმა ანდრო ივანოვმა.

ახლა ზარებზე ამოტვიფრულია „23.11.20“ - ეს არის თარიღი, როდესაც სამრეკლოს აღდგენა დასრულდა.

39

საქართველოში, კორონავირუსის მიუხედავად, გიორგობას აღნიშნავენ ვიდეო

48
(განახლებულია 15:48 23.11.2020)
საქართველოში 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავენ – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ქვეყანაში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ აღევლინებოდა ქაშუეთის ტაძარში ღვთისმსახურება.

ტრადიციულად, სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მორწმუნეებმა ეკლესიაშიც და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

გიორგობა საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. გიორგობას ქვეყანაში აღნიშნავენ ორჯერ – 23 ნოემბერს და 6 მაისს.

 

48
კარფური

გლდანის „კარფურში“ მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

0
დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა თავის ყოფილ მეუღლეს, რომელიც გლდანის „კარფურის“ თანამშრომელია. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავდამსხმელი დააკავეს

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ჰიპერმარკეტ „კარფურის“ გლდანის ფილიალში თანამშრომელს თავს დაესხნენ, იუწყება „მთავარი არხი“.

შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირი თავს ყოფილ მეუღლეს დაესხა და მას ჭრილობები მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც „კარფურში“ აცხადებენ, თავდამსხმელი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა შეაკავა, შემდეგ კი ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ჯერჯერობით, ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში