გერმანიის პოლიციამ ფრანკფურტში საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა

გამოწერა
შაბათს ფრანკფურტში პოლიციამ იზოლაციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის საშუალებით დაშალა.

აქტივისტების ჯგუფი დაუპირისპირდა კორონა-სკეპტიკოსების მიტინგს, რომელთა დასაშლელადაც პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

გერმანიამ კორონავირუსით ინფიცირების ეროვნული რეკორდი ოქტომბერში მოხსნა, ხოლო 2 ნოემბერს ქვეყანაში ერთთვიანი კარანტინი დაწესდა.

დაიხურა უამრავი დაწესებულება, მოქალაქეებს კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, რათა ვირუსის გავრცელების ტემპი შემცირდეს.

ყველა ახალი ამბავი
0