რუსი სამშვიდობოების მეთაური მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციაზე

52
მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი რუსტამ მურადოვი დაღესტანშია დაბადებული და მისი თქმით, ეროვნებით თაბასარანელია

„მე რუსეთის მოქალაქე ვარ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და დანიშნულების თანახმად ვასრულებ ჩემს ამოცანებს“, ― აცხადებს გენერალ-ლეიტენანტი.
მანამდე მედიასაშულებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების მეთაური აზერბაიჯანის მკვიდრია.

თაბასარანელები — დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხი. 2002 წლის აღწერის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 131 785 თაბასარანელი ცხოვრობს. ლაპარაკობენ თაბასარანულ, აგრეთვე ლეზგიურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. არიან მუსლიმანი სუნიტები.

52

კარვები პოლიციისა და დევნილების საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების დროს პარიზში ვიდეო

20
(განახლებულია 18:38 24.11.2020)
პოლიცია დაუპირისპირდა მომიტინგეებს, რომლებიც დევნილებს უჭერდნენ მხარს. მათ კარვები გაშალეს რესპუბლიკის მოედანზე, პარიზის ცენტრში მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში სენ-დენის ბანაკიდან მიგრანტების ევაკუაცია დაიწყო.

„ვცდილობთ ჯანდაცვის სამინისტრო გავაფრთხილოთ და, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროც, მაგრამ მათი მიგრაციული პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკას სრულად ეწინააღმდეგება“, – განაცხადა MSF-ის (მედიცინა საზღვრების გარეშე) მისიის ხელმძღვანელმა საფრანგეთში კორინ ტორემ.

17 ნოემბერს პოლიციის ოპერაციის დროს ბანაკიდან 2500 დევნილი გაუშვეს. ჯგუფი Utopia 56-ის აქტივისტების ინფორმაციით, რომლებიც მიგრანტებს უჭერენ მხარს, დაახლოებით 800 მათგანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

20

საპროტესტო აქცია: პენსიონერებმა პენსიის გაზრდა მოითხოვეს ვიდეო

34
(განახლებულია 15:45 24.11.2020)
ბუენოს–აირესის ქუჩებში პენსიონერებმა და მათმა მხარდამჭერებმა პენსიის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

„პენსიონერებს არ სურთ საკუთარი ღირსების შელახვა. პენსიონერებს სიცოცხლის ღირსეულად გატარება სურთ“, – განაცხადა პენსიონერმა რუბენ ჯოანინიმ, რომელმაც შემდეგ დაამატა, რომ დაოჯახებული პენსიონერის შემოსავალი 35-დან 40 ათასამდე პესოა (367–420 ევრო), ხოლო 40-წლიანი მუშაობის შემდეგ მინიმალური პენსია ახლა 18 ათას პესოს შეადგენს (189 ევრო).

18 ნოემბერს მთავრობაში პენსიის 5%-ით მატების შესახებ განაცხადეს, რასაც დემონსტრანტმა მირტა კოსტამ „ნამდვილი სირცხვილი“ უწოდა. „ამ თვეში ჩვენ 903 პესოს (9,5 ევრო) დანამატი მოგვცეს, ანუ უნდა მივიღოთ 19 ათასი პესო (199 ევრო)“, – განაცხადა მან.

არსებული მონაცემებით, არგენტინაში ძირითადი სამომხმარებლო კალათა ერთ სულზე 17 ათას პესოს (178 ევრო) შეადგენს, რაც მიანიშნეს სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან მინიმალური პენსიის მქონე მოხუცები.

34
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ყარაბაღში არსებული სიტუაცია განიხილეს

0
რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ერდოღანს გააცნო ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების მხარდაჭერას ახორციელებენ

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ცენტრი განიხილეს, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

სატელეფონო საუბარი თურქეთის ინიციატივით შედგა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს იმ გადაწყვეტილებების სრული და თანმიმდევრული შესრულების აუცილებლობა, რომლებიც „რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად არის მიმართული“.

აღინიშნა, რომ პუტინმა ერდოღანს გააცნო ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების მხარდაჭერას ეფექტურად ახორციელებენ.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მთიან ყარაბაღში პრიორიტეტულია ისეთი ჰუმანიტარული პრობლემები, როგორებიცაა დევნილების დაბრუნება, რელიგიური და კულტურული ობიექტების შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის აღდგენა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

მთიან ყარაბაღში რუსი ოფიცერი ნაღმზე აფეთქდა >>

ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე კონტროლის მიზნით მთიანი ყარაბაღის ზონაში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება – შეთანხმებულია 1960 სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ერთეული საავტომობილო და სხვა სპეცტექნიკის შეყვანა.

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020