პოლიციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა - ვიდეო

70
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ნ. განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეგობარ გოგონასთან - 1999 წელს დაბადებულ ა.უ.-სთან და კიდევ ერთ ნაცნობთან - 1984 წელს დაბადებულ მ.მ.-სთან ერთად, 1983 წელს დაბადებული ლ.შ.-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა.
მ.მ.-სა და ნ.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ.ნ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით მ.მ.-სა და ლ.შ.-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ლ.შ.-მ გაქცევა მოასწრო, ხოლო მ.მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
ლ.შ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილია ერთ-ერთ საავადმყოფოში.
ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა.
სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ნ.ნ.-ის თანმხლებმა გოგონამ - 1999 წელს დაბადებულმა ა.უ.-მ მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რის გამოც პოლიციამ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

70

კარვები პოლიციისა და დევნილების საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების დროს პარიზში ვიდეო

21
(განახლებულია 18:38 24.11.2020)
პოლიცია დაუპირისპირდა მომიტინგეებს, რომლებიც დევნილებს უჭერდნენ მხარს. მათ კარვები გაშალეს რესპუბლიკის მოედანზე, პარიზის ცენტრში მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში სენ-დენის ბანაკიდან მიგრანტების ევაკუაცია დაიწყო.

„ვცდილობთ ჯანდაცვის სამინისტრო გავაფრთხილოთ და, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროც, მაგრამ მათი მიგრაციული პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკას სრულად ეწინააღმდეგება“, – განაცხადა MSF-ის (მედიცინა საზღვრების გარეშე) მისიის ხელმძღვანელმა საფრანგეთში კორინ ტორემ.

17 ნოემბერს პოლიციის ოპერაციის დროს ბანაკიდან 2500 დევნილი გაუშვეს. ჯგუფი Utopia 56-ის აქტივისტების ინფორმაციით, რომლებიც მიგრანტებს უჭერენ მხარს, დაახლოებით 800 მათგანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

21

საპროტესტო აქცია: პენსიონერებმა პენსიის გაზრდა მოითხოვეს ვიდეო

34
(განახლებულია 15:45 24.11.2020)
ბუენოს–აირესის ქუჩებში პენსიონერებმა და მათმა მხარდამჭერებმა პენსიის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

„პენსიონერებს არ სურთ საკუთარი ღირსების შელახვა. პენსიონერებს სიცოცხლის ღირსეულად გატარება სურთ“, – განაცხადა პენსიონერმა რუბენ ჯოანინიმ, რომელმაც შემდეგ დაამატა, რომ დაოჯახებული პენსიონერის შემოსავალი 35-დან 40 ათასამდე პესოა (367–420 ევრო), ხოლო 40-წლიანი მუშაობის შემდეგ მინიმალური პენსია ახლა 18 ათას პესოს შეადგენს (189 ევრო).

18 ნოემბერს მთავრობაში პენსიის 5%-ით მატების შესახებ განაცხადეს, რასაც დემონსტრანტმა მირტა კოსტამ „ნამდვილი სირცხვილი“ უწოდა. „ამ თვეში ჩვენ 903 პესოს (9,5 ევრო) დანამატი მოგვცეს, ანუ უნდა მივიღოთ 19 ათასი პესო (199 ევრო)“, – განაცხადა მან.

არსებული მონაცემებით, არგენტინაში ძირითადი სამომხმარებლო კალათა ერთ სულზე 17 ათას პესოს (178 ევრო) შეადგენს, რაც მიანიშნეს სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან მინიმალური პენსიის მქონე მოხუცები.

34
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ კარანტინთან დაკავშირებით სარჩელები წარმოებაში მიიღო

0
(განახლებულია 09:50 25.11.2020)
სასამართლომ სადავო ნორმების შეჩერებაზე უარი განაცხადა – ისინი მოქმედებას საბოლოო ვერდიქტამდე გააგრძელებენ.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ წარმოებაში ერთბაშად სამი სარჩელი მიიღო, რომლებიც ეხება კარანტინში განთავსებას, საზღვრების ჩაკეტვას და პირდაპირი ავიარეისების აკრძალვას, გადაწყვეტილებები „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ და მთავრობას პარლამენტის დამტკიცების გარეშე შეზღუდვების შემოღების უფლება მიანიჭა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო განიხილოს ამ ცვლილებებისა და მთავრობის იმ დადგენილებების შესაბამისობა კონსტიტუციის ნორმებთან, რომლებიც ამ ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული.

კერძოდ, პირველ სარჩელში მოქალაქეები ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჩიტიძე  ასაჩივრებენ „საზოგადოებრივი ჯანმრთლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს და მთავრობის დადგენილებას „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსვლისას სავალდებულო კარანტინში განთავსების ნაწილში.

მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული ნორმა, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელს ხდის ადამიანს გადააადგილების თავისუფლება შეუზღუდოს,  აუკრძალოს გარკვეული დროით საკარანტინე სივრცის დატოვება და მნახველების მიღება, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მუხლს ადამიანის თავისუფლების შესახებ, რომელიც კრძალავს ადამიანის თავისუფლების აკრძალვას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არაუმეტეს 48 საათისა.

კიდევ ორი სარჩელი ეხება მთავრობის დადგენილებას „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ საზღვრების ჩაკეტვისა და პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე აკრძალვის ნაწილში. 

სარჩელში „პაატა დიასამიძე საქართველოს წინააღმდეგ“ საჩივრდება საერთაშორისო რეგულარული რეისების აკრძალვა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ აღნიშნული აკრძალვა კონსტიტუციის მუხლს არღვევს, რომელშც მითითებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ ადამიანს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე გადააადგილდეს, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და გავიდეს ქვეყნიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეზღუდვა საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარეობს.

უფრო მეტიც, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე, მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლება არ ჰქონდა და ამით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები დაარღვია, რომელიც კრძალავს შეზღუდვების შემოღებას, რომლებიც არღვევენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას. 

მსგავსი სარჩელი შეიტანეს მოქალაქეებმა ლიკა საჯაიამ და ედუარდ მარიკაშვილმა, რომლებიც მოითხოვენ პირდაპირ ავიარეისიების განხორციელებაზე აკრძალვის გაუქმებას და მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ის შეზღუდვები შემოიღო, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პარლამენტს უნდა შემოეღო, რამდენადაც იგი ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.

მიუხედავად სარჩელების წაროებაში მიღებისა, სასამართლომ უარი განაცხადა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე – ისინი მოქმედებას საბოლოო ვერდიქტამდე გააგრძელებენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის უმაღლესი დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოა, რომელშიც განიხილება მიღებული კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში იგი ძალას კარგავს.

0