შეხვედრის ადგილი ვერ შეიცვლება - ოპოზიციის ახალი მიტინგი პარლამენტთან

76
გაერთიანებულმა ოპოზიციამ მხარდამჭერები კვლავ გამოიყვანა ქუჩაში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მიმდინარეობს მორიგი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ათასობით ადამიანი კვლავ შეიკრიბა თბილისის ცენტრში პროტესტის გამოსახატად. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები კვლავ არჩევნების შედეგების განულებასა და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

 COVID-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით, დღევანდელ აქციაზე ყველა მონაწილეს დაურიგეს პირბადე და ხელები ანტისეპტკიური ხსნარით დაამუშავებინეს. ოპოზიციის ლიდერთა თქმით, აქცია საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება, რათა მისმა მონაწილეებმა საკომენდანტო საათის დადგომამდე სახლში მისვლა მოასწრონ.

76

თითქმის 100 წლის შემდეგ მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ზარები დაირეკა

214
(განახლებულია 20:25 23.11.2020)
მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში სამრეკლო აღადგინეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ აჟღერდა ტაძარში ზარები გიორგობის დღეს.

ბოლშევიკებმა 1922 წელს სალოცავიდან ყველაფერი ძვირფასი გაიტანეს. 1930 წელს ტაძარი საერთოდ დაიხურა. რაც შეეხება სამრეკლოს, ზუსტად არ არის ცნობილი, რომელ წელს შეწყვიტა მან ფუნქციონირება. გამოდის, რომ დაახლოებით ასი წლის განმავლობაში ეკლესია უფუნქციოდ იყო. 

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში ტაძარს ტერიტორიის ნაწილი დაუბრუნდა, თუმცა მეორე ნახევარზე კოლეჯი გაიხსნა. 2015 წელს ეკლესიას უკვე მთელი ტერიტორია გადაეცა“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ქართული დიასპორის პრეს-მდივანმა ანდრო ივანოვმა.

ახლა ზარებზე ამოტვიფრულია „23.11.20“ – ეს არის თარიღი, როდესაც სამრეკლოს აღდგენა დასრულდა.

214

საქართველოში, კორონავირუსის მიუხედავად, გიორგობას აღნიშნავენ ვიდეო

54
(განახლებულია 15:48 23.11.2020)
საქართველოში 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავენ – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ქვეყანაში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ აღევლინებოდა ქაშუეთის ტაძარში ღვთისმსახურება.

ტრადიციულად, სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მორწმუნეებმა ეკლესიაშიც და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

გიორგობა საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. გიორგობას ქვეყანაში აღნიშნავენ ორჯერ – 23 ნოემბერს და 6 მაისს.

 

54
აშშ ესკადრონული ნაღმმზიდი „ჯონ მაკკეინი“

ამერიკულმა ესკადრონულმა ნაღმმზიდმა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია

11
(განახლებულია 10:58 24.11.2020)
სამინისტრო აზუსტებს, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესული „ჯონ მაკკეინი“ საზღვრის ხაზს ორი კილომეტრით გაცდა

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის კუთვნილმა ხომალდმა „ადმირალმა ვიოგრადოვმა“ აშშ–ის სამხედრ–საზღვაო ფლოტის კუთვნილი ესკადრონული ნაღმმზიდი შეაჩერა, რითაც რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღკვეთა, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„წყნარი ოკეანის დიდმა ნავსაწინააღმდეგო ხომალდმა „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ აშშ–ის სამხედრო საზღვაო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდის, „ჯონ მაკკეინის“ მიერ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა შეაჩერა პეტრე დიდის ყურეში“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტრო აზუსტებს, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესული „ჯონ მაკკეინი“ საზღვრის ხაზს ორი კილომეტრით გაცდა.

„ადმირალმა ვინოგრადოვმა“, ახორციელებდა რა ამერიკულ ესკადრონულ ნაღმმზიდზე უშუალო თვალთვალს, კავშირის საერთაშორისო ხაზის მეშვეობით გააფრთხილა უცხოური ხომალდი მსგავსი ქნედებების დაუშვებლობაზე და გამტარნავი მანევრის გამოყენების შესაძლებლობაზე დამრღვევის ტერიტორიული წყლებიდან განსადევნად“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამერიკულმა ხომალდმა, გაფრთხილების მიღების შემდეგ, კურსი შეცვალა და ნეეიტრალურ წყლებში გავიდა. 

 

11
თემები:
რუსეთი დღეს