ჩრდილოეთ მაკედონიაში ფეხბურთში გამარჯვება ქუჩაში გამოსვლით აღნიშნეს ვიდეო

45
(განახლებულია 17:12 13.11.2020)
ფეხბურთის ფანების პატარა ჯგუფმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აღნიშნა, რაც გუნდისთვის ისტორიაში პირველი იქნება.

ქომაგებმა საზოგადოებრივი თავშეყრის შესახებ შეზღუდვა დაარღვიეს, რათა აღენიშნათ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა შეძახილებით და სახელმწიფო დროშების ფრიალით.

ჩრდილოეთ მაკედონია პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ. C ჯგუფში ის ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

 

45

უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს - ვიდეო

18
გუშინ უნივერსიტეტის ქუჩა ყვაცილების მაღაზიების მეპატრონეებმა გადაკეტეს. მოვაჭრეები მთავრობის შეზღუდვებს აპროტესტებდენ

მათი თქმით, ისინი დღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებულები და მაღაზიების დაკეტვას არ აპირებენ. ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საავტომობილო მოძრაობა აღადგინეს. ამ ეტაპზე სავაჭრო ობიექტები კვლავ ღია რჩება. უნივერისტეტის ქუჩის პროტესტს კოლმეურნეობის მოედანზე მოვაჭრე მეყვავილეებიც შეუერთდნენ.

18

აშშ ავღანეთს ტოვებს: გადიან ჯარები და იხურება სამხედრო ბაზები

5
აშშ-მა ავღანეთში თალიბანთან შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ 10 სამხედრო ბაზა დახურა, ამის შესახებ იუწყება გამოცემა The Washington Post ანონიმურ ავღანელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით

გაზეთის თანახმად, დახურული ბაზები მდებარეობს ავღანეთის არასტაბილურ პროვინციებში. ამერიკამ და ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ 2020 წლის თებერვალში ისტორიულ მშვიდობიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ერთ-ერთი პირობის თანახმად, ამერიკამ დოკუმენტზე ხელის მოწერიდან 14 თვის განმავლობაში ქვეყნიდან უნდა გაიყვანოს ჯარები. მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მნიშვნელოვნად შეამცირებდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს,რომ იანვრის შუა პერიოდში მათი რაოდენობა 5000-დან 2500-მდე დაიწევს.

5
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი კომენდანტის საათის დროს

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

0
რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომლის დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა COVID-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა>>

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში