დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში: ფეხბურთი და ცეკვა პროტესტის გამოსახატად

გამოწერა
ღამის 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად ოპოზიციამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და საპროტესტო აქცია გამართა თბილისსა და ბათუმში. რა რეაგირება მოახდინეს ამაზე სამართალდამცველმა ორგანოებმა, იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ ხელმძღვანელები და ოპოზიციის ლიდერები გუშინ მთელი ღამე მორიგეობდნენ პარლამენტის წინ მას შემდეგ, რაც აქციის სხვა მონაწილეები დაიშალნენ. 

ისევ წყლის ჭავლი თბილისში: ნოემბრის „ცივი შხაპის შემდეგ“ ოპოზიცია კვლავ მიტინგს მართავს - Sputnik საქართველო
ისევ წყლის ჭავლი თბილისში: ნოემბრის „ცივი შხაპის“ შემდეგ ოპოზიცია კვლავ მიტინგს მართავს

ყველას, ვინც დარჩა, ემუქრებოდა ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით. შსს-ში განაცხადეს, რომ შეუმჩნეველი არავინ დარჩენილა.

იყო პოლიციასთან დაპირისპირებებიც: დააკავეს ახალგაზრდული მოძრაობის სამი აქტივისტი, რომლებსაც კოცონის დასანთებად შეშა მიჰქონდათ. მთლიანობაში აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა, პოლიცია არიგებდა ჯარიმებს, მომიტინგეები კი მღეროდნენ, ცეკვავდნენ და თამაშობდნენ ფეხბურთს.

პარალელური აქცია მიმდინარეობდა ბათუმშიც, სადაც მთავრობის სახლთან ახლოს კარავი გაშალეს. 

თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო - Sputnik საქართველო
პროტესტი გრძელდება: ქართული ოპოზიცია ახალ არჩევნებს მოითხოვს - ფოტო

ხელისუფლების განცხადებით, ღამით გადაადგილების აკრძალვა საჭიროა კორონავირუსის გავრცელების სწრაფი ზრდის შესაჩერებლად. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვა პოლიტიკური ხასიათისაა და ამით მხოლოდ აქციის მონაწილეების მობილობა იზღუდება.

ოპოზიცია შეჩერებას არ აპირებს – ლიდერებმა მასშტაბური აქცია დააანონსეს შაბათს, ხოლო მანამდე მთელ ქვეყანაში გაიმართება „წერტილოვანი აქციები“. მოთხოვნები უცვლელია: ახალი არჩევნები, ცესკოს ხელმძღვანელის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ყველა ახალი ამბავი
0