ამბოხის ღამე ერევანში: 10 ნოემბრის მოვლენების ქრონიკა ვიდეო

88
(განახლებულია 16:48 10.11.2020)
გასული ღამე სომხეთში იმდენად დაძაბული იყო, რომ 2018 წლის რევოლუციის პერიოდიც ვერ შეედრება. დაწვრილებით – იხილეთ ვიდეო.

„Sputnik-სომხეთის“ კორესპონდენტები მთელი ღამის განმავლობაში 9–10 ნოემბრის ღამის მოვლენების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს იღებდნენ.

ადამიანების ყვირილი, ქალაქის ცენტრში მანქანების სიგნალები, დარბევა მთავრობისა და პარლამენტის შენობებში, ნაციონალური კრების სპიკერის არარატ მირზოიანის ცემა – ეს ყველაფერი ერთ ღამეში მოხდა.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად 01:00 საათზე ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას.

„მე მივიღე რთული, განსაკუთრებით რთული გადაწყვეტილება ჩემთვის და თქვენთვის. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე ყარაბაღის ომის შეწყვეტას 01:00 საათზე. გამოქვეყნებული განცხადების ტექსტი ძალიან მტკივნეულია პირადად ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მოქალაქეებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ ფაშინიანის განცხადებაზე ომის შეწყვეტისა და ტერიტორიის დათმობის შესახებ. საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის სახლთან, მომიტინგეები შეიჭრნენ შენობაში, დაარბიეს ფაშინიანის კაბინეტი და წაიღეს სახელმწიფო სიმბოლოები. შემდეგ მათ გადაინაცვლეს პარლამენტთან, სადაც ნაციონალური კრების სპიკერი არარატ მირზოიანი სცემეს.

88

თითქმის 100 წლის შემდეგ მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ზარები დაირეკა

215
(განახლებულია 20:25 23.11.2020)
მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში სამრეკლო აღადგინეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ აჟღერდა ტაძარში ზარები გიორგობის დღეს.

ბოლშევიკებმა 1922 წელს სალოცავიდან ყველაფერი ძვირფასი გაიტანეს. 1930 წელს ტაძარი საერთოდ დაიხურა. რაც შეეხება სამრეკლოს, ზუსტად არ არის ცნობილი, რომელ წელს შეწყვიტა მან ფუნქციონირება. გამოდის, რომ დაახლოებით ასი წლის განმავლობაში ეკლესია უფუნქციოდ იყო. 

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში ტაძარს ტერიტორიის ნაწილი დაუბრუნდა, თუმცა მეორე ნახევარზე კოლეჯი გაიხსნა. 2015 წელს ეკლესიას უკვე მთელი ტერიტორია გადაეცა“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ქართული დიასპორის პრეს-მდივანმა ანდრო ივანოვმა.

ახლა ზარებზე ამოტვიფრულია „23.11.20“ – ეს არის თარიღი, როდესაც სამრეკლოს აღდგენა დასრულდა.

215

საქართველოში, კორონავირუსის მიუხედავად, გიორგობას აღნიშნავენ ვიდეო

54
(განახლებულია 15:48 23.11.2020)
საქართველოში 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავენ – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ქვეყანაში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ აღევლინებოდა ქაშუეთის ტაძარში ღვთისმსახურება.

ტრადიციულად, სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მორწმუნეებმა ეკლესიაშიც და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

გიორგობა საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. გიორგობას ქვეყანაში აღნიშნავენ ორჯერ – 23 ნოემბერს და 6 მაისს.

 

54
წვეთოვანი

პლუს 39: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

0
(განახლებულია 11:06 24.11.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.051-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.102, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.192პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.739 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში