ისევ წყლის ჭავლი თბილისში: ნოემბრის „ცივი შხაპის“ შემდეგ ოპოზიცია კვლავ მიტინგს მართავს

გამოწერა
თბილისში სიტუაცია დაიძაბა – ოპოზიცია ღამით ცესკოს შენობასთან პოლიციასთან შეტაკების შემდეგ კვლავ დიდი აქციის გამართვას აპირებს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

ღამით პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ცნობით, შეტაკებისას დაშავდა 14 სამართალდამცველი, სამი ჟურნალისტი და დაახლოებით 10 მომიტინგე.

შსს-ში განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა შენობის შტურმით აღების მცდელობას, რაზეც პოლიციამ „პროპორციული ძალა“ გამოიყენა. შეტაკებისას აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. ცესკოსთან რკინის რამდენიმე ზღუდე დაზიანდა კიდეც.

ცესკოსთან შეტაკება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოოდ სპეცრაზმმა მომიტინგეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც ოპოზიციამ დაშლა და მიტინგის ორშაბათს პარლამენტთან გაგრძელება გადაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0