როგორ გამოიყენა პოლიციამ წყლის ჭავლი ცესკოს შენობასთან მომიტინგეების წინააღმდეგ - ვიდეო

148
(განახლებულია 15:33 09.11.2020)
პოლიციამ კვირას ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, ვინაიდან ისინი რკინის ღობის დაშლას ცდილობდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები მოვლენათა ეპიცენტრიდან

აქციის დროს მისი მონაწილეები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რაც არ დაუშვა პოლიციამ, ნათქვამია შსს-ს საგანგებო განცხადებაში. 

ცესკოს შენობასთან სიტუაცია საღამოს გამწვავდა - პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს. ისინი ასევე რკინის ღობის გადალახვას ცდილობდნენ, რათა შენობაში შეეღწიათ.

მანამდე, კვირას დღისით, რუსთაველზე პარლამენტთან მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია გამართა ოპოზიციამ. მისი დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თანამოაზრეებს ცესკოს მიმართულებით მსვლელობისკენ მოუწოდეს.

148

ცნობილი გახდა თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები ვიდეო

26
(განახლებულია 16:50 25.11.2020)
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია მზად არის. 840 მილიონი ლარით განსაზღვრულ მთავარ საფინანსო დოკუმენტში მცირედით იზრდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებული ხარჯები.

თუმცა არის კლება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტრანსპორტის მიმართულებებით, რომელთა შევსებას საკრებულოს უმრავლესობა ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერით ვარაუდობს.

ბიუჯეტის პირველადი ვერსია უკვე დაიწუნა ოპოზიციამ, რომლის ერთი ნაწილი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ მივიდა. ოპონენტები ქალაქის მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაში ადანაშაულებენ.

26

აფეთქება ალ-ბაბში: დაიღუპა ხუთი და დაშავდა 19 ადამიანი

17
(განახლებულია 14:50 25.11.2020)
სამშაბათს სირიის ქალაქ ალ-ბაბში ბომბის აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 19-მა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები და შენობები. სისხლი გზებზეც ემჩნეოდა მანამ, სანამ მეხანძრეები წესრიგს დაამყარებდნენ.

აქამდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია მომხდარზე პასუხისმგებლობა.

ალ-ბაბი ალეპოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. გასული წლის მარტამდე ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენი იყო.

17
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში