ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად ქუჩაში გამოვიდნენ - ვიდეო

გამოწერა
ნიუ-იორკის მკვიდრები ტაიმს-სკვერზე შეიკრიბნენ, რათა აღენიშნათ ჯო ბაიდენის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინაიდან მან შაბათს ამომრჩეველთა კოლეგიის 270-ზე მეტი ხმა მოაგროვა

ათასობით ადამიანი შეუერთდა ქუჩაში ზეიმს, სადაც დროშებს აფრიალებდნენ, ზოგიერთი ტიროდა კიდეც.

მე-7 ავენიუზე საცობში მოყოლილი მძღოლები ასიგნალებდნენ და ამერიკის დროშებს იქნევდნენ.

ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად სხვადასხვა ამერიკულმა მედიამ დაასახელა მანამდე, სანამ ის თავად დაადასტურებდა საკუთარ მიმართვაში გამარჯვებას.

ყველა ახალი ამბავი
0