საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - ვიდეო

104
(განახლებულია 12:23 07.11.2020)
ამ წუთამდე უპასუხოდ რჩება შეკითხვა, ვინ დაიკავებს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს მომდევნო ოთხი წლით. ყველაფერი დამოკიდებულია ე.წ. ოთხ საბრძოლო შტატზე, სადაც ხმის დათვლის შედეგად მონაცემები მუდმივად იცვლება

პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიაში და ნევადაში ხმებს ამ წუთებშიც ითვლიან. დემოკრატ ბაიდენს გამარჯვებისთვის ერთი შტატის მხარდაჭერაც ჰყოფნის, ტრამპს კი ოთხივე შტატში სჭირდება მოგება. ხმის დათვლის პროცესის პარალელურად პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.

104

გზა მშივოდბისკენ: როგორ ეხმარება რუსეთი მთიანი ყარაბაღის მკვიდრებს - ვიდეო

3
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მკვიდრები მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდებიან. ამაში მათ რუსი სამშვიდობოები და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ეხმარებათ

საინჟინრო ჯარები გზებს ასუფთავებენ და სატრნასპორტო მოძრაობას აღადგენენ, გამნაღმველები განაგრძობენ საბრძოლო ქმედებების ზონის განაღმვას და ფეთქებადი საგნებისგან გაწმენდას. მაშველებმა რეგიონში ჩაიტანეს სპეცტექნიკა, სამშენებლო მასალები და ჰუმანიტარული დახმარება. კიდევ რით დაეხმარება რუსეთი ყარაბაღის მცხოვრებებს - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

3

საქართველო და ახალი შეზღუდვები: რას ფიქრობს საზოგადოება? - ვიდეო

39
დღეიდან საქართველოში ძალაში შედის შეზღუდვები. Sputnik-საქართველომ მოსახლეობა გამოკითხვა რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დააწესა

აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი უკმაყოფილება მოსახლეობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირების შეჩერებამ გამოიწვია.

თბილისელების თქმით, ბევრ მათგანს არ ექნება საშუალება ტაქსით გადაადგილებისათვის. გამოკითხულთა დიდ ნაწილს სჯერა, რომ მკაცრი შეზღუდვები შედეგიანი აღმოჩნდება და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

39
ჯანდაცვის სამინისტრო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი გადადგა

0
(განახლებულია 14:04 28.11.2020)
ავთანდილ თალაკვაძის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სავარაუდო მიზეზი სახელდება.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია.  

არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზად ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან  COVID-19-ის მართვის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.

ამ დროისთვის ავთანდილ თალაკვაძეს კონკრეტულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. თალაკვაძე ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს.

0