ოპოზიცია ქუთაისში საოლქო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს ვიდეო

117
(განახლებულია 13:01 06.11.2020)
ხუთშაბათს, საღამოს ოპოზიციის მომხრეები იმერეთის რეგიონის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ. შენობასთან ასევე განთავსდა პოლიციის გაძლიერებული ძალები, რომლებიც შესასვლელს იცავდნენ. იხილეთ კადრები მიტინგიდან.

რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მომხრეებმა და წევრებმა, საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ქუთაისში.

მომიტინგეების თქმით, საოლქო კომისიამ პრაქტიკულად არც ერთი საჩივარი არ მიიღო და საუბნო კომისიების ყველა ოქმი უცვლელი დატოვა.

 

117

გზა მშივოდბისკენ: როგორ ეხმარება რუსეთი მთიანი ყარაბაღის მკვიდრებს - ვიდეო

14
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მკვიდრები მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდებიან. ამაში მათ რუსი სამშვიდობოები და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ეხმარებათ

საინჟინრო ჯარები გზებს ასუფთავებენ და სატრნასპორტო მოძრაობას აღადგენენ, გამნაღმველები განაგრძობენ საბრძოლო ქმედებების ზონის განაღმვას და ფეთქებადი საგნებისგან გაწმენდას. მაშველებმა რეგიონში ჩაიტანეს სპეცტექნიკა, სამშენებლო მასალები და ჰუმანიტარული დახმარება. კიდევ რით დაეხმარება რუსეთი ყარაბაღის მცხოვრებებს - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

14

საქართველო და ახალი შეზღუდვები: რას ფიქრობს საზოგადოება? - ვიდეო

51
დღეიდან საქართველოში ძალაში შედის შეზღუდვები. Sputnik-საქართველომ მოსახლეობა გამოკითხვა რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დააწესა

აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი უკმაყოფილება მოსახლეობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირების შეჩერებამ გამოიწვია.

თბილისელების თქმით, ბევრ მათგანს არ ექნება საშუალება ტაქსით გადაადგილებისათვის. გამოკითხულთა დიდ ნაწილს სჯერა, რომ მკაცრი შეზღუდვები შედეგიანი აღმოჩნდება და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

51
თამო ვაშალომიძე

„დაიბადა ჩემი ბიჭი“ - თამო ვაშალომიძე მამა-შვილის ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 20:23 28.11.2020)
ცნობილი ფოტომოდელი დედა გახდა. ნახეთ ემოციური ფოტო, რომელიც თამო ვაშალომიძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში განათავსა

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა - მისი პირველი პარტნიორის ვინაობაა. მოდელმა რამდენიმე წუთის წინ ახალშობილი ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს, როგორი ბედნიერია.

თამომ მამა-შვილის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც მის რჩეულს, ბიზნესმენ აკა სამხარაძეს შვილი ხელში უჭირავს და სიყვარულით სავსე თვალებით დაჰყურებს.

რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს.

ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესოა. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

0