„ლეიბორისტებმა“ თბილისში საოლქო კომისიის ოფისში შეჭრა სცადეს

111
(განახლებულია 23:12 02.11.2020)
„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისში შეჭრა სცადეს. იხილეთ ვიდეო, თუ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე.

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ვაკის საოლქო კომისიის შენობაში შემაჯამებელ სხდომაზე დასწრების ნებართვას მოითხოვდნენ. ამ მომენტში სხდომაზე საჩივრები განიხილებოდა.

ლეიბორისტული პარტიის აქტივისტების მტკიცებით, ისინი სხდომაზე დაშვებას ითხოვდნენ იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ მონაცემთა გაყალბებისათვის.

 

111

რომის პაპი „ადამიანი-ობობას“ შეხვდა ვიდეო

25
(განახლებულია 17:06 24.06.2021)
კომიქსების გმირის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი საავადმყოფოში მყოფი ბავშვების ხშირი სტუმარია. ის ამავე კოსტიუმით მივიდა პონტიფიკოსთან და პატარა პაციენტების დალოცვა სთხოვა.

რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში შეხვდა მამაკაცი ადამიანი-ობობას ფორმით.

კომიქსების გმირის ფორმაში გამოწყობილი იყო 27 წლის მატია ვილარდიტა, რომელიც გასულ წელს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საბავშვო საავადმყოფოებში მუშაობისთვის დააჯილდოვა.

„მე ვიცვამ ადამიანი–ობობას კოსტიუმს, რათა ყველაზე პატარა პაციენტებს ღიმილი მოვგვარო“, – განმარტა იტალიელმა „სუპერგმირმა“.

ის პონტიფიკოსთან იმისთვის მივიდა, რომ რომის პაპისთვის ეჩუქებინა ნიღაბი, რომლის საშუალებითაც ის ავადმყოფი ბავშვების ტანჯვას უყურებს. მან სასულიერო პირებს პატარების დალოცვაც სთხოვა.

  • „ნამდვილი სუპერგმირები არიან ავადმყოფი ბავშვები და მათი ახლობლები, რომლებიც ბრძოლას იმედიანად და შემართებით განაგრძობენ“, – დაამატა ვილარდიტამ.

პირველად პორტის თანამშრომელმა სუპერგმირის ნიღაბი ოთხი წლის წინ გაიკეთა. მას თავად აქვს მძიმე დაავადება და 19 წლის განმავლობაში არაერთხელ წოლილა გენუის საბავშვო საავადმყოფოში.

„როდესაც მარტო ვიწექი ლოგინში, ძალიან მინდოდა, რომ ადამიანი-ობობა შემოსულიყო ფანჯრიდან ჩემს ოთახში“, – გაიხსენა მან.

ვილარდიტამ ასევე დაამატა, რომ კორონავირუსის პერიოდში მკაცრი საკარანტინო ზომების დროსაც ცდილობდა პატარების გახარებას, მან 1400-ზე მეტი ვიდეოზარი განახორციელა, შესაძლებლობის შემთხვევაში კი სტუმრადაც მიდიოდა ბავშვებთან და მათ მხიარულ დღესასწაულს ჩუქნიდა.

25

ძლიერი მიწისძვრა და პანიკა პერუში ვიდეო

76
(განახლებულია 16:40 24.06.2021)
პერუს დედაქალაქ ლიმაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე ქვათაცვენა დაიწყო, სერიოზულად არავინ დაშავებულა.

სამშაბათს, 22 ივნისს პერუში 5,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ იუწყება ABC News.

ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქ ლიმაშიც. წყნარი ოკეანის სანაპიროს სავალ ნაწილზე ქვათა ცვენაც მოხდა.

ლიმას მკვიდრები მიწისძვრის დროს სახლიდან გარეთ გამოვიდა.

პერუში მსგავსი მოვლენა ხშირია, ქვეყანა წყნარი ოკეანის ე.წ. ცეცხლოვან ზოლზე მდებარეობს.

76
გიორგი ვაშაძე

ოპოზიციამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

0
საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები უნდა გაიმართოს ოქტომბერში, მაგრამ კონკრეტული თარიღი - 2 ოქტომბერი - პირველად გაჟღერდა.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების ჩატარება 2 ოქტომბერს სურს, განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები, სადაც მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს, 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს და მან დაუდასტურა ეს ოპოზიციას, რომ არჩევნები 2 ოქტომბერს შედგეს. ოპოზიციამ საპასუხოდ წამოაყენა წინადადება, კანონში გაიწეროს წესი, რომელმაც არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები უნდა გამორიცხოს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის სურვილია არჩევნები უფრო გვიან ჩატარდეს, მაგრამ მმართველი პარტია დაჟინებით მოითხოვს ამ თარიღს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობას, არამედ, შესაძლოა, ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბაბიც გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

0